საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალეებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.01.2004
ძალის დაკარგვა 15.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №3/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.295
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 20/01/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ნარკოტიკული საშუალება | რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით |
| მეთადონი | 2 გრ |
| მორფინი | 3 გრ |
| ოქსიკოდონი | 1 გრ |
| პეთიდინი | 12 გრ |
| ფენტანილი | 100 მგ (პლასტირში) 20 მგ სხვა დოზირებულ ფორმებში |
| ჰიდროკოდონი | 450 მგ |
| ჰიდრომორფონი | 300 მგ |
| დექსტროპროფოქსიფენი | 6 გრ |
| დიჰიდროკოდეინი | 12 გრ |
| კოდეინი | 12 გრ |
| ფსიქოტროპული ნივთიერება | რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით |
| დრონაბინოლი | 1 გრ |
| მეთილფენიდატი | 2 გრ |
| ბუპრენორფინი | 300 მგ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალეებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.35pt 45.0pt 49.5pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.295
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №3/ნ
2004 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის საჟიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესის დამტკიცების შესახებ
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მკურნალობის მიზნით საჭირო ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესი (დანართი №1);
ბ) საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მფლობელობისათვის ნებადართული, საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დასახელება და მაქსიმალური რაოდენობა (დანართი №2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა. გამყრელიძე
დანართი №1
საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მკურნალობის მიზნით საჭირო ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესი
1. საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალ ავადმყოფს (შემდგომში – ავადმყოფი) უფლება აქვს მკურნალობის მიზნით თან იქონიოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ III და IV სიებში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
2. ავადმყოფი ვალდებულია დეკლარაციაში აღნიშნოს მონაცემები თითოეული იმ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სახეობისა და რაოდენობის შესახებ, რომელიც მას გადააქვს მკურნალობის მიზნით.
3. ავადმყოფი ვალდებულია საბაჟო ორგანოებს დეკლარაციასთან ერთად წარუდგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ გამოცემაში („ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი კომპეტენტური ეროვნული ორგანოები”) მითითებული იმ ქვეყნის კომპეტენტური ეროვნული ორგანოს (შემდგომში – კომპეტენტური ორგანო) მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც ცხოვრობს ავადმყოფი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) დოკუმენტის გამცემი ქვეყნის, ქალაქის დასახელება, გაცემის თარიღი და ვადა;
ბ) ავადმყოფისათვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამომწერი უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები და ეროვნული კოდი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ავადმყოფის გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, ბინის მისამართი, პასპორტის ან სხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, ქვეყნის დასახელება, სადაც მიემგზავრება ავადმყოფი;
დ) გამოწერილი სამკურნალო საშუალების (ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების) სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის, აბის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა, დიაგნოზი, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა;
ე) ამ დოკუმენტის გამცემი კომპეტენტური ორგანოს ოფიციალური დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი (ეროვნული კოდი, ადგილობრივი კოდი და ნომერი), ბეჭედი და პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა.
4. საქართველოს საბაჟო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად შემოტანილ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ავადმყოფს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი უზრუნველყოფა შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით ხდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს იმ პოლიკლინიკას, რომელიც ემსახურება მის დროებით საცხოვრებელ ადგილს და წარუდგენს საბაჟოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს. დოკუმენტი თავის მხრივ პოლიკლინიკისათვის წარმოადგენს ავადმყოფის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნის საფუძველს.
წამლის გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ავადმყოფებს ეკრძალებათ ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
დანართი №2
საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მფლობელობაში ნებადართული, საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დასახელება და მაქსიმალური რაოდენობა
ა.) გაეროს „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ” 1961 წლის ერთიანი კონვენციის I სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები
ნარკოტიკული საშუალება
რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით
მეთადონი
2 გრ
მორფინი
3 გრ
ოქსიკოდონი
1 გრ
პეთიდინი
12 გრ
ფენტანილი
100 მგ (პლასტირში)
20 მგ სხვა დოზირებულ ფორმებში
ჰიდროკოდონი
450 მგ
ჰიდრომორფონი
300 მგ
ბ.) გაეროს „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ” 1961 წლის ერთიანი კონვენციის II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები
ნარკოტიკული საშუალება
რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით
დექსტროპროფოქსიფენი
6 გრ
დიჰიდროკოდეინი
12 გრ
კოდეინი
12 გრ
გ.) გაეროს „ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ” 1971 წლის კონვენციის II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები
ფსიქოტროპული ნივთიერება
რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით
დრონაბინოლი
1 გრ
მეთილფენიდატი
2 გრ
დ.) გაეროს „ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ” 1971 წლის კონვენციის I სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები
ფსიქოტროპული ნივთიერება
რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით
ბუპრენორფინი
300 მგ
ბუტალბიტალი
1 გრ
პენტაზოცინი
6 გრ
პენტობარბიტალი
3 გრ
ფლუნიტრაზეპამი
30 მგ
ე.) გაეროს „ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ” 1971 წლის კონვენციის IV სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები
ფსიქოტროპული ნივთიერება
რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით
ბარბიტალი
15 გრ
დიაზეპამი
300 მგ
კლორაზეპატი
600 მგ
ლორაზეპამი
75 მგ
მედაზეპამი
600 მგ
მეპრობამატი
40 გრ
ოქსაზეპამი
1,5 გრ
პრაზეპამი
1 გრ
ტემაზეპამი
600 მგ
ტეტრაზეპამი
3 გრ
ფენობარბიტალი
6 გრ
ქლორდიაზეპოქსიდი
1 გრ
შენიშვნა: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, №33, 2002 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 162🔗) ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალს დაემატა ნალბუფინი და ტრამადოლი შესაბამისად 5გრ და 45 გრ.