ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016764
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
matsne.gov.ge 155 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ყაზახი განმანათლებლის, პოეტის აბაის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მაქსიმ გორკის შესახვევისთვის და ვეძათხევის შესახვევის მონაკვეთისთვის მსახიობის დუდუხანა წეროძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 12.07.2024 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის ილია ჭავჭვაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 01.11.2024 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ერეკლე II მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის ტერენტი გრანელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 28.01.2025 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 24.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 89  2023 წლის 21 თებერვალი ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული  ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1.  ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევს და მასთან არსებულ  ჩიხს მიენიჭოს მწერლის დემნა შენგელაიას  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე