ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩისთვის გერგეტის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016765
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბათუ კრავეიშვილის ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოესის ქუჩისთვის დიპლომატის რუსუდან მიქელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, შალვა მშველიძის I ჩიხისთვის ქისის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, იოსებ კვაჭაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩისთვის გერგეტის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება
№
90
2023 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩისთვის გერგეტის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩას მიენიჭოს გერგეტის შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე