ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17230557
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 25.11.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 20.06.2023 წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.11.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიბანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 20.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-17. 17230557 2023 წლის 24 თებერვალი ქ.  ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20/02/2023 წლის №01/349 წერილის შესაბამისად 1.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ზაზა ლორიას სახელობის ქუჩა“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №1, №3); 2.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ზაზა ლორიას სახელობის ქუჩის I ჩიხი“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №2, №3); 3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას; 4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; 5.  განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე; 7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62). ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი