აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.11.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2023 წლის 28 თებერვალი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №43 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციას და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. № 1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;
ბ) რეზერვის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
ბ) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას;
გ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას;
დ) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
ე) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
ვ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
ზ) მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის შექმნას;
თ) გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზებასა და ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენას;
ი) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა) აღრიცხვის ორგანიზებას;
კ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის ორგანიზებას;
ლ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვასა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;
მ) სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო- სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;
ნ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;
ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვასა და მათთან მუშაობის ორგანიზებას;
პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზებას;
ჟ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვას, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;
რ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
ბ) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასა და ოქმის წარმოებას;
გ) წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და აღრიცხვიდან მოხსნილი მოქალაქეების ხელახლა სამხედრო აღრიცხვას;
დ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათების მიხედვით სააღრიცხვო ანბანური წიგნის შევსებას;
ე) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებულად ჩატარებას;
ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
ზ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის შექმნას;
თ) წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
ი) გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ანბანურ და საოქმო წიგნში შეტანას;
კ) გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზებასა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისიის მიერ ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენას;
ლ) გაწვევისაგან გადავადებას ან გათავისუფლებას დაქვემდებარებულ წვევამდელთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლას, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტალურად დადასტურებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მონაცემების გამწვევი კომისიისათვის წარდგენას;
მ) გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებების დოკუმენტურ გაფორმებას;
ნ) არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებზე სათანადო მასალების შედგენას;
ო) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ წვევამდელების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს;
პ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან წარსადგენად პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ანგარიშის მომზადებას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
რეზერვის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამობილიზაციო რესურსების რეზერვის ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა სამხედრო აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) რეზერვისტების სპეციალური აღრიცხვის ორგანიზებას;
გ) არასამხედრო ალტერნატიული, შრომითი სამსახურიდან დათხოვნილი მოქალაქეების აღრიცხვის ორგანიზებას;
დ) რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებულ რეზერვის სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების საჭირო მასალების თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენას;
ე) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეული რეზერვისტების პირადი საქმეების შედგენას;
ვ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტების შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;
ზ) სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;
თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;
ი) შესაბამისი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესებს;
კ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში რეზერვისტების შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან წარსადგენად სარეზერვო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ანგარიშების მომზადებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.