„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2023 წლის 1 მარტი ქ. ოზურგეთი |
1. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური (სასწრაფო-დაუყოვნებელი ან/და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია) სამედიცინო მომს ახურების დროს, სამედიცინო დაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, განისაზღვროს შემ დეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, კერძოდ:“.
2. მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბევშვებისათვის ადრეული განვითარების პროგრამაში (ან სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში (0-18-მდე) ჩართული ბენეფიციარებისთვის, სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურება; დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია ქალაქიდან დაშორებული ნებისმიერი სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ვინაიდან, რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ერთხელ გადადგილდება ქალაქიდან, რიგ შემთხვევებში კი ბენეფიციარის ოჯახი საკმაო დაშორებით ცხოვრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობა. კერძოდ, ბავშვების, რომლებიც ჩართული არიან ადრეული განვითარების პროგრამაში, დაფინანსება განხორციელდეს ჩატარებული ვიზიტების (არაუმეტეს - 8) რაოდენობით – თითო ვიზიტი არაუმეტეს 7 ლარისა. ხოლო, იმ ბავშვებისთვის რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან სხვა რეგიონში, ტრანსპორტირების ხარჯი განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 100 ლარისა. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 70 ბენეფიციარისთვის, წლის განმავლობაში 60240 ლარის ოდენობით;“.
3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია „კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია 44 ბენეფიციარი, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურებიან ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით.“.
4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად ან ყოველთვიურად, ინდივიდუალურად (გარდა „დ“ პუნქტისა), ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის მიერ, ბენეფიციარს თანხა დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე.“
5. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო აბზაცი – „ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის დასადგენად მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა წარმოადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები. წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვანს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება.“.
|