საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №5/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.303.1
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 20/01/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 42.55pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.3031
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №5/2004
2004 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი სახელწოდებების, ნომრების, საზღვრების დადგენა და დაზუსტება განხორციელდეს არა უგვიანეს 2004 წლის 19 იანვრისა. ცესკომ არა უგვიანეს 2004 წლის 24 იანვრისა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება.
მუხლი 2🔗. არა უგვიანეს 2004 წლის 30 იანვრისა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უზრუნველყონ საარჩევნო უბნების შექმნა, მათი საზღვრებისა და ნომრების დადგენა, ხოლო არა უგვიანეს 2004 წლის 4 თებერვლისა აღნიშნული ინფორმაციის, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების გამოქვეყნება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
მუხლი 3🔗. იმ პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოსათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართვის ბოლო ვადად, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, განიზასღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 26 იანვრის 18 საათისა.
მუხლი 4🔗. ცესკოს სათანადო სამსახურმა დასკვნა ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნული პარტიის განცხადებასა და თანდართულ საბუთებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 29 იანვრისა.
მუხლი 5🔗. ცესკოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნული პარტიის განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული უზუსტობების შესახებ წერილობით აცნობოს პარტიის წარმომადგენელს არა უგვიანეს 2004 წლის 30 იანვრის 18 საათისა, ხოლო აღნიშნულმა პარტიამ შესწორებული განცხადება და თანდართული საბუთები ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 2 თებერვლის 18 საათისა.
მუხლი 6🔗. ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნულმა პარტიამ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 4 თებერვლის 18 საათისა.
მუხლი 7🔗. ცესკოს სათანადო სამსახურმა ამ დადგენილების მე-6 მუხლში აღნიშნულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები შეამოწმოს და ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო დასკვნა წარუდგინოს არა უგვაინეს 2004 წლის 5 თებერვლისა.
მუხლი 8🔗. ცესკოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის საკითხი გადაწყვიტოს არა უგვიანეს 2004 წლის 7 თებერვლის 18 საათისა.
მუხლი 9🔗. საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები არა უგვიანეს 2004 წლის 13 თებერვლისა უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის მოწვევას.
მუხლი 10🔗. პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 26 თებერვლის 18 საათისა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული სიის შემოწმება განახორციელოს და შესაბამისი დასკვნა ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 1 მარტის 18 საათისა.
მუხლი 11🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 12🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი