ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421 მუხლი
შესაბამისად, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებისა „მატარებლის თვითნებური გაჩერებისათვის, როცა ეს საჭირო არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მეათე თავს „დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ“ დაემატოს 2421 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 2421. მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის
მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის, საჩერი ონკანით, საჰაერო სამუხრუჭო მაგისტრალის გათიშვის გზით ან სხვა საშუალებით, თუ ამან მატარებლის ნორმალური მოძრაობის დარღვევა გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი მუშაობით ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედობა, თუ ამან გამოიწვია ადამიანებისათვის უბედური შემთხვევა, მატარებლის მარცხი, მოძრავი შემადგენლობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგები, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1963 წლის 29 ნოემბერი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.1963.
- როდის იქნა მიღებული „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი“?
- „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი“ მიღებულია 29.11.1963. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- სად არის „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.1963 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 2421მუხლი“, №-, 29.11.1963, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.1963). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5740712/