დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაგვისპირში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ალექსანდრე ყაზბეგის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.152.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №8

2023  წლის  24 თებერვალი

ქ. დუშეთი

დუშეთის   მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ   არაგვისპირში  მდებარე  უსახელო ქუჩისათვის  ალექსანდრე   ყაზბეგის   სახელის მინიჭების   შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულომ

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ი  ტ  ა :

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის  ჭონქაძის   ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაგვისპირში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს  ქართველი მწერლის – ალექსანდრე ყაზბეგის სახელი, თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10  დღის  ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით,  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                          კახაბერ  ჩიტაური