ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2023
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-29. 29230604
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2023
matsne.gov.ge 267 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
x y
332836.14 461944.92
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაინდროვალში მდებარე ქუჩისათვის დავით გურამიშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 13.01.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭილურტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 27.05.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის კრავაი ჯაყელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 19.05.2023 თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ბოჭორმაში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში დაკარგული გმირის გიორგი ბესთავაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 31.07.2024 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 16.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № გ-29.29230604 2023 წლის 1 მარტი ქ. თერჯოლა ქ. თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი იყო სახელმწიფო მოღვაწე,   რომელსაც აქვს დიდი დამსახურება თერჯოლის   წინაშე და მიზანშეწონილად მიაჩნია  ქ. თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერს მიენიჭოს ლაშა გოგიაშვილის   სახელი. შესაბამისად, ლაშა გოგიაშვილის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ “ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის  №239 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის “ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის 2022 წლის 8 ნოემბრის წერილის №28-282231281 თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 08 თებერვლის სხდომის №35 ოქმის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗 . მიენიჭოს სახელმწიფო მოღვაწის, ლაშა გოგიაშვილის სახელი  ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერს. x y 332836.14 461944.92 მუხლი 2🔗. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრის, რუკის,ცნობარის და სხვა დამზადებას,კორექტირებას და ა.შ). მუხლი 3🔗. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის №49 საოლქო საარჩევნო კომისიას, გარდაცვლილის ოჯახს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. გიორგი ბარათაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე