„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2023 წლის 10 მარტი ქ. გორი |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 16/03/2018 020080160.35.148.016464) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში შედგენილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.
ბ) დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში შედგენილი საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან.
62. პირი, ვის მიმართაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში შედგენილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილია აღნიშნული ოქმი გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში გორის მუნიციპალიტეტის მერთან.“;
გ) დადგენილების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში შედგენილი საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №5) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
|
დანართი №5
საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: დამამზადებელი: მისამართი: სემგს-ს რეგისტრაციის N
|