📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2023
ძალის დაკარგვა 15.02.2024
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016482
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 391 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2023 მიღება
15.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2023 წლის 10 მარტი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნეს: ა) შესაბამისი დასახლების მაკრო მდებარეობის ინდექსი – Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვმ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K; მუხლი 2🔗 ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით; მუხლი 3🔗 მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100; მუხლი 4🔗 მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისთვის ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn = Img  x  ITL  x  C  x  K ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისთვის შეადგენს – 0,37-ს; ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს; გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით; დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით; ე) Cn = 0,37 x 1x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი). მუხლი 5🔗 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარი; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4 ლარი; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 6,00 ლარი; დ) დასახლებათა შორის არეალში – 3,00 ლარი; მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10.02.2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016450). მუხლი 7🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხების და ინფრასტრუქტურის კომისიამ. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი