„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№918
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.017407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №918

2023 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გირავნობის, ლიზინგის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივებისა და იმ ფინანსური გირავნობის, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის შესახებ;

დ) გირავნობის, ლიზინგის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივებისა და იმ ფინანსური გირავნობის, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის თარიღის შესახებ;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ან რეფინანსირების პროგრამის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს;“.

2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის XI თავი:

„თავი XI. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის წარმოება

მუხლი 68. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის წარმოების პრინციპები

1. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად, სააგენტოს მიერ რეგისტრირდება:

ა) გირავნობა;

ბ) ლიზინგი;

გ) საბანკო გარანტია;

დ) მხოლოდ ის ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივები.

2. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) უფლების სუბიექტების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო ამ ინსტრუქციის 70-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოთხოვნისას – მხოლოდ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ემიტენტის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების ან/და მისი შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის/შეტყობინების რეკვიზიტებს;

გ) უფლების საგნის ზოგადი ან კონკრეტული ნიშნებით აღწერას.

3. სააგენტო პასუხს არ აგებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ან/და სხვა დოკუმენტის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობაზე, აგრეთვე განმცხადებლის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაცია სავალდებულოა, უფლება წარმოშობილად ითვლება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

მუხლი 69. ფინანსური გირავნობის რეგისტრაციის წესი

1. ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შემდგომ – ფინანსური გირავნობა), რეგისტრირდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში.

2. ფინანსური გირავნობის რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ შეტყობინებისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების სიის წარმოდგენის საფუძველზე.

3. ფინანსურ გირავნობაში ცვლილების რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტოს წარედგინება შეტყობინება და რეგისტრირებული მოთხოვნების სიაში დასამატებელი ან/და ამ სიიდან ამოსაღები მოთხოვნების სია.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სია სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფაილის სახით, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფაილისა და მოთხოვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების ფორმატს ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე.

მუხლი 70. უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციის წესი

1. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის (სუბიექტების) მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები (შემდგომ – უზრუნველყოფის აქტივები) რეგისტრირდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში.

2. უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არის თუ არა განმცხადებელი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალე.

3. უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ შეტყობინების და იმ ხელშეკრულებების სიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლებიდანაც უზრუნველყოფის აქტივები წარმოიშობა. შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი უნდა შეიცავდეს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ან რეფინანსირების პროგრამის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

4. უზრუნველყოფილი აქტივების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს წარედგინება შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი და რეგისტრირებული ხელშეკრულებების სიაში დასამატებელი ან/და ამ სიიდან ამოსაღები ხელშეკრულებების სია.

5. დაუშვებელია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციის გაუქმება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის წერილობითი ნებართვის, ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ადმინისტრატორის/პროგრამის ლიკვიდატორის წერილობითი ნებართვის გარეშე.

6. ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ან მათი ინიციატივით მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციას მესამე პირთა (მათ შორის, მსესხებლის) თანხმობა არ სჭირდება.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების სია სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფაილის სახით, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფაილისა და ხელშეკრულებების საიდენტიფიკაციო მონაცემების ფორმატს ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 15 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2023.
როდის იქნა მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №918. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.22.027.017407.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №918, 13.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017407 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5751220/