ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

მიღების თარიღი 25.09.1970
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1970
matsne.gov.ge 153 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს: 1. დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის. ამის შესაბამისად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 125​1 მუხლი შემდეგი შინაარსისა: „მუხლი 125🔗​1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, - ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათი მანეთიდან ას მანეთამდე. იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“. 2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 125​1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება მიეკუთვნოს პროკურატურის ორგანოების კომპეტენციას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის 125 შემდეგ დაემატოს ციფრი 125​1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                გ. ძოწენიძე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                           ზ. კვაჭაძე. თბილისი, 1970 წლის 25 სექტემბერი.