სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №REG 1 23 00000598
2023 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
1. გაიცეს შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრზე“ (ს/კ 204483380, ფაქტ. მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №95) „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია“.
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)
5. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ (ს/კ 204483380) დირექტორის, ვეფხვია ოდიშარიას განცხადებები: №45970, 17.01.2023წ. და №62725, 23.01.2023წ.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი №2, 06.03.2023წ.
მოხსენებითი ბარათი № REG 4 23 00244988, 07.03.2023წ.
სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე