გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6889-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330210323006979992

საქმე №2/6889-23

განჩინება

საქართველოს სახელით

 2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი  – შპს „კავკაზ კაბელი“ (ს/ნ 400015951)

წარმომადგენელი – გიორგი გელაძე

მოთხოვნა – შპს „კავკაზ კაბელი“-ს მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 

სასამართლომ გამოარკვია:

2023 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „კავკაზ კაბელი“-ს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „კავკაზ კაბელი“-ს მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „კავკაზ კაბელი“ (ს/ნ 400015951) დაფუძნდა 2011 წლის 11 თებერვალს. 2013 წლის 23 აპრილს შპს „კავკაზ კაბელ“-ის 100% წილი ელჩინ ჰუმატოვისაგან 120 000 (ასოცი ათას) აშშ დოლარად შეიძინა ნუსრატ მამედოვმა, რომელიც ამჟამად არის სამეწარმეო საზოგადოების 100% წილის მესაკუთრე. 2017 წლის 28 აპრილიდან დღემდე სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი გახლავთ არიფ გურბანოვი. 10.02.2011 წლის წესდების შესაბამისად შპს „კავკაზ კაბელის“ საქმიანობის საგანი გახლავთ ყველა სახის კაბელის წარმოება, ექსპორტი-იმპორტი, ვაჭრობა; ყველა სახის ენერგო გადამცემი კაბელების წარმოება. ექსპორტი, იმპორტი და ვაჭრობა. ყველა სახის მანქანა-დანადგარების წარმოება, ექსპორტი, იმპორტი წარმოება. ყველა სახის პლასტიკური ნედლეულის, დამხმარე მასალის და პროდუქციის წარმოება, ექსპორტი, იმპორტი და ვაჭრობა. საპროექტო, სარემონტო, სამშენებლო სადიზაინერო, სარესტავრაციო სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება; საკომუნიკაციო საშუალებების ექსპორტი, იმპორტი და ვაჭრობა. ტექსტილის წარმოება ექსპორტ-იმპორტი, რეექსპორტი და ვაჭრობა; კომერციული საქმიანობა, საცალო და საბითუმო ვაჭრობა; სასაწყობო მომსახურება.

შპს „კავკაზ კაბელ“-მა 2022 წლის 28 დეკემბერს „გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, ასევე ხარჯების დაფარვის შეუძლებლობის გამო მისი გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შესახებ“ განცხადებით მომართა საქალაქო სასამართლოს საქმე №2/39108-22. სასამართლომ 1 იანვარი, 2022 წლის განჩინებით შპს „კავკაზ კაბელი“-ის განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი. შპს „კავკაზ კაბელი" მის განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას ვერ შეძლებდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, შპს „კავკაზ კაბელი“-მა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 831 მუხლის პირველი პუნქტის საფუძვლით განცხადება გამოიხმო რათა მისი უფლებების რეალიზებას საფრთხე არ დამუქრებოდა. 16 იანვარი, 2013 წლის განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „კავკაზ კაბელის“ მოთხოვნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „კავკაზ კაბელი“ არის გადახდისუუნარო. საყოველთაოდ ცნობილმა კოვიდ პანდემიამ შპს „კავკაზ კაბელი“-ის ეკონომიკურ საქმიანობის გაგრძელებაზე გარდამტეხი როლი მოახდინა პანდემიის დაწყებისთანავე შპს „კავკაზ კაბელი“-მა შეწყვიტა ფუნქციონირება. როგორც უკვე მოგახსენეთ, მოვალის ეკონომიკური საქმიანობა მთლიანად დამოკიდებული გახლდათ პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტზე. ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვამ და საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია შპს „კავკაზ კაბელი"-ის ფუნქციონირების შეწყვეტა. ამ ეტაპზე შპს „კავკაზ კაბელი“-ს გააჩნია ვადამოსული ვალდებულებები სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ 07.03.2023 წლის შედარების აქტის მონაცემების მიხედვით 2 503 598, 18 ლარი ხოლო, BM., LLC-ის მიმართ 29,07,2019 წლის ინვოისის მიხედვით 21 804.00 დოლარი რაც წინამდებარე განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით (კურსი; 2,5973) წარმოადგენს 56 631, 53 ლარს, ამასთანავე მოვალეს არ აქვს არც ფულადი და არც სხვა მატერიალური რესურსი, რომ დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები.

შპს „კავკაზ კაბელი“-ს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება, წილი სხვა კომპანიაში, აგრეთვე, საკუთრებაში არ ერიცხება და არც ქონია საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალება, საბანკო ანგარიშებზე არ უფიქსირდება თანხა და არც თანხის ბრუნვა, არსებობს დებიტორული მოთხოვნა, თუმცა, დებიტორულ მოთხოვნას რეალური ღირებულება არ გააჩნია. შპს „კავკაზ კაბელი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, შპს „კავკაზ კაბელი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400015951) რეგისტრირებულია მოიჯარედ უძრავ ნივთზე. მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება ვაშლიჯვარი, ქუჩა სარაჯიშვილი, N1, საკადასტრო კოდით 01.10.10.006.030.06.112, მესაკუთრე: რაულ ბარამიძე (დაბ, 10/03/1995), C/N: 75 4611965, მეიჯარე ლალა ისკანდაროვა (პირადი ნომერი: 01024017755)". იჯარის ხელშეკრულება შპს „კავკაზ კაბელი“-სა და ლალა ისკანდაროვას შორის შეწყვეტილია (მიზეზი; გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა) აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ დანართი 21, 2012 წლის 03 თებერვლის იჯარის ხელშეკრულება. მხარეებმა არ მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და საჯარო რეესტრში ისევ ძველი მონაცემია დარჩენილი.

კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შპს „კავკაზ კაბელი"-ს გაკოტრებულად გამოცხადება მისი რეგისტრაციის გაუქმებით არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს. შპს „კავკაზ კაბელი“-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „კავკაზ კაბელი“-ის კრედიტორებია: სსიპ შემოსავლების სამსახური და BMI LLC (აზერბაიჯანი). შპს „კავკაზ კაბელი“-ს მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივი არ გააჩნია. შპს „კავკაზ კაბელი“ -ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის აგრეთვე, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის შესაბამისად ბოლო სამი წლის მდგომარეობით ადმინისტრაციული ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით არ არსებობს საცილო ქმედებების საფუძველი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო კრედიტორის ინტერესი. ასევე კრედიტორის ინტერესია, რომ ცარიელი კომპანიისადმი მოთხოვნის ქონას სჯობს ამოიშალოს ეს სამეწარმეო რეესტრიდან და კრედიტორებმა ჩამოწერონ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის საფუძველზე ს აბუღალტრო წესით და ამითი ნახონ სარგებელი. ასევე, საინტერესოა, რომ 21.02.2022 წელს შპს „კავკაზ კაბელი“-მა განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს დ ავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე შპს „კავკაზ კაბელი"-ის მიმართ,საგადასახადო დავალიანების აღიარებული ნაწილის გადახდის მოთხოვნის წარდგენა მესამე პირისთვის იმედა მოთიაშვილისთვის (შპს „კავკაზ კაბელი“-ის მოვალე). სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებაზე რეაგირება არ განახორციელა, რაც ასევე ადასტურებს, რომ მისი როგორც კრედიტორის ინტერესი არ შეილახება მოთხოვნილი პროცედურით შპს „კავკაზ კაბელი"-მა თავად ვერ შეძლო სააღსრულებო წარმოების დაწყება სააღსრულებო წარმოების დაწყების საფასურის არ არსებობის გამო.

შპს „კავკაზ კაბელს“

1. ბოლო 3 წლიდან დღემდე არ ქონია და არ აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება

2. ბოლო 3 წლიდან დღემდე არ ქონია და არ აქვს წილი სხვა კომპანიაში

3. ბოლო 3 წლიდან დღემდე საკუთრებაში არ ერიცხება და არც ქონია საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებები.

4. არ უფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე თანხა და/ან თანხის ბრუნვა.

5. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ჩანაწერი ძალადაკარგულია (რეგისტრაციიდან გასულია ერთ წლიანი ვადა).

6. ვალდებულება აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურის და BMI LLC-ის მიმართ.

7. სამომავლო და პირობითი ვალდებულებები არ აქვს.

ამასთან ერთად, 2022 წლის 01 ნოემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ განცხადებით, რომლითაც მოვითხოვეთ შპს „კავკაზ კაბელი“-ის მონაწილეობით ყველა მიმდინარე და დასრულებული სააღსრულებო წარმოების საქმის მასალა; აგრეთვე, 2022 წლის 10 ნოემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ განცხადებით, რომლითაც მოვითხოვეთ შპს „კავკაზ კაბელი“-ის მონაწილეობით ყველა მიმდინარე და დასრულებული სააღსრულებო წარმოების, წარმოების დაწყების და დასრულების თარიღის და დასრულების მიზეზის შესახებ ინფორმაციის (ცნობის) გაცემა.

სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ, ზემოთ მითითებული განცხადებებზე პასუხის, მიხედვით:

2022 წლის 11 ნოემბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს №81675 ცნობით, იძულებითი საქმისწარმოების ეტაპზე შპს „კავკაზ კაბელი“-ის მონაწილეობით მიმდინარეობდა 2 სააღსრულებო წარმოება:

1. A15030955 სააღსრულებო საქმე, "თბილსერვის ჯგუფის" (შპს) მიერ 01.05.2015 წელს გაცემული 1/169 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორი იყო სახელმწიფო ბიუჯეტი და მოვალე შპს „კავკაზ კაბელი“ (ს/კ 400015951)

2. A13080041 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20.11.2013 წელს გაცემული 2/16161-12 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორი იყო შპს „კავკაზ კაბელი“ (400015951), ხოლო მოვალე შპს გიო (400032610).

ამავე სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 30 ნოემბრის №86504 ცნობით, გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტში შპს „კავკაზ კაბელი“-ის მონაწილეობით ფიქსირდება 1 (ერთი) საქმე. 2016 წლის 14 ნოემბრის საქმე № SP161116338, სადაც აპლიკანტს წარმოადგენდა სს „თბილაბრეშუმი ცისარტყელა“ (200003274), ხოლო რესპოდენტს – შპს „კავკაზ კაბელი“. აღნიშნულ საქმეზე აპლიკანტმა 2016 წლის 22 ნოემბერს წარადგინა განცხადება საქმის გამოთხოვის თაობაზე, რესპოდენტის მხრიდან დავალიანების სრულად დაფარვის გამო. შესაბამისად, გამარტივებული წარმოება შეწყდა.

ამრიგად, მოვალე შპს „კავკაზ კაბელი“-ის მონაწილეობით არ მიმდინარეობს სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული ან იძულებითი საქმისწარმოება. ხოლო ცნობების შესაბამისად ყველა საქმე რაც მოვალის მონაწილეობით მიმდინარეობდა დასრულდა (ყველა საქმე მიეკუთვნება არქივს).

შპს „კავკაზ კაბელ“-ს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. შესაბამისად არ არსებობს უძრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონება და არ არსებობს უზრუნველყოფილი კრედიტორები.

11.01.2023 წლის შპს „კავკაზ კაბელი“-ის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება:

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: 102019013678 16/01/2019 12:28:54 შ\პ\ს შპს კავკაზ კაბელი ს/ნ 400015951 საგანი: მთელი ქონება, მთელი ქონება საფუძველი: შეტყობინება, N024178, 16.01.2019, შემოსავლების სამსახური. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა:102020066892 19/02/2020 19:37:27 შ\პ\ს შპს კავკაზ კაბელი ს/ნ 400015951 საგანი: მთელი ქონება, მთელი ქონება საფუძველი: შეტყობინება, N024977, 19.02.2020, შემოსავლების სამსახური.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორის კოლექტიური დამაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, „გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება“.

1. სსიპ შემოსავლების სამსახური – 07.03.2023 წლის შედარების აქტის მონაცემებით შპს „კავკაზ კაბელი“-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ვალდებულება დაგროვებული აქვს 2 503 598, 08 ლარის ოდენობით (ძირითადი – 1 130 338, 26; ჯარიმა – 628 444, 74; საურავი – 744 815, 08)

2. B.M.I LLC

Address: Sumgait city, Sulh st., 89D TIN: 1500432041

Main branch of ASC "Xalq" Bank TIN: 2000296061

CODE:501020

h/n AZ84HAJCHCRAZN10000026756003

m/h AZ24NABZ 0135010000000067944 SWIFT: HAJCAZ22

29.07.2019 წლის ინვოისის მიხედვით შპს „კავკაზ კაბელი“-ს BMI LLC (აზერბაიჯანი) უფიქსირდება ვალდებულება 21 804.00 დოლარის ოდენობით, რაც წინამდებარე განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით (კურსი: 2.5973) წარმოადგენს 56 631,53 ლარს.

შპს „კავკაზ კაბელი“-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „კავკაზ კაბელი“ არ ფუნქციონირებს, ბოლო რეალიზაცია უფიქსირდება 01/2020 ბოლოს, ხოლო 2020 წლის თებერვალში იყო რეალიზებული დანადგარები.

შპს „კავკაზ კაბელი“-ს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება, წილი სხვა კომპანიაში, აგრეთვე, საკუთრებაში არ ერიცხება და არც ქონია საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალება, საბანკო ანგარიშებზე არ უფიქსირდება თანხა და არც თანხის ბრუნვა, დებიტორულ მოთხოვნას რეალური ღირებულება არ გააჩნია.

შესაბამისად, შპს „კავკაზ კაბელი“-ს არ აქვს მიმდინარე შემოსავლები და ხარჯები.

წინამდებარე განცხადების შეტანის მომენტისთვის შპს „კავკაზ კაბელი“-ს დასაქმებულები არ ყავს.

დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმედა მოთიაშვილი (პ/ნ 31001011907) – გახლავთ შპს „კავკაზ კაბელი“–ს მოვალე 2018 წლის 15 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმე 2/26982-17 გადაწყვეტილების (გაცემულია სააღსრულებო ფურცელი) მიხედვით, იმედა მოთიაშვილს შპს „კავკაზ კაბელი“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 302 000,00 (სამას ორი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც 5 000,00 (ხუთი ათასი) ლარი გახლავთ შპს „კავკაზს. კაბელი“-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

შპს „კავკაზ კაბელი“-ს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები და არ აქვს მიმდინარე რეგულირებული ვალდებულებები.

2023 წლის 17 იანვრის სსიპ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობის შესაბამისად, შპს „კავკაზ კაბელი“-ს მონაწილეობით მიმდინარეობს მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე, სადაც მოსარჩელე მხარე გახლავთ – შპს „კავკაზ კაბელი“. მოპასუხე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და აუდიტის დეპარტამენტი.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „კავკაზ კაბელი“-ს წარმომადგენელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „კავკაზ კაბელს“ (ს/კ: 400015951) წარმომადგენელს გიორგი გელაძეს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                       არჩილ კოჭლამაზაშვილი