გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5657-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  
  
საქმის №  330210314474553

საქმე №2/5657-14   

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების  შესახებ

2023 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   გოჩა დიდავა

 

განმცხადებელი  - სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი“;

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204871674)

გენერალური დირექტორი - რეზო გაგუა

 

 

გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - სანდრო საგინაძე

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გამოარკვია:

2014 წლის 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა, რეზო გაგუამ  და მოითხოვა     სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან  სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014  წლის 11 აპრილის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (სამუშაო) დღე ხარვეზის შესავსებად.

2014 წლის 30 აპრილს  სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ გენერალური დირექტორის, რეზო გაგუას მიერ შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განჩინებით სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ გენერალური დირექტორის,  რეზო გაგუას განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში; მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა − აღსრულების ეროვნული ბიურომ და მოითხოვა კრების მოწვევა სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 204871674) გაკოტრების საქმის დასრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშით ირკვევა, რომ  სს „ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674) მიმართ სამეწარმეო რეგისტრაცია განხორციელდა 1995 წლის 16 ივლისს. საწარმოს მიზნობრივ საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო ლიცენზიის ფარგლებში არსებული სამედიცინო მომსახურების გაწევა.

მეურვის  - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 ივნისს ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე გაკეთდა მოხსენება, რის საფუძველზეც კრედიტორთა კრებას წარედგინა ინფორმაცია სს „ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674) ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების თაობაზე. დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი ყველა კრედიტორული მოთხოვნა მოვალე კომპანიის მიმართ აღიარებულია.

გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო მასაში შემავალი ქონების მოძიების, შეფასებისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით განახორციელა მასაში შემავალი ქონების მოძიება, ხოლო მოსაძიებელ ქონებაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების  შესახებ“ 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის გათავალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მიემართა უზრუნველყოფილ კრედიტორს, შემოსავლების სამსახურს მიეღო გადაწყვეტილება სამეურვეო მასაში შემავალი აქტივების მოსაძიებელ ნაწილზე მიეღო გადაწყვეტილება მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

ამასთან, გაკოტრების მმართველმა მოუძიებელი ქონების დამატებით მოძიების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის აგვისტო/სექტემბრის თვეში, განმეორებით ქონების ინსპექტირების პროცესში მონაწილეობას იღებდა სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომელი, განმეორებით მიმართა კვლავ სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ დირექციას შეკითხვით, ხომ არ ფლობდნენ დამატებით რაიმე სხვა სახის ინფორმაციას მოვალის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონებიდან დანაკლისი ქონების ადგილმდებარეობის შესახებ, რაც დაეხმარებოდა გაკოტრების მმართველს მოსაძიებელი ქონების მოძიებაში, რაზეც 2022 წლის 4 ნოემბრის №04.11.22/2 წერილიდან ირკვევა, რომ გარკვეული ქონება (ავტომობილები, ბრახითერაპიის აპარატის სრული კომპლექტით, მათ შორის კვების ბლოკი), რომელიც მოვალე კომპანიის სამეურვეო მასაში შემავალი გარკვეული ქონება  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს  2013 წლის 30 ოქტომბრის №1/1-976 ბრძანებით სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრს“ გადაეცა, ხოლო დანარჩენი მოუძიებელი ქონების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ასევე, გაკოტრების მმართველმა, დამატებით ინფორმაციის მოძიების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია მოუძიებელი ავტოსატრანსპორტო საშულებების: 1) მოდელი: MMძ 555; გამოშვების წელი: 1984, ფერი: ლურჯი 1/8, ნომერი: AAI 942 და 2) მოდელი: VAძ 2109; კომბი (ხეტჩბეკი); მსუბუქი, გამოშვების წელი: 1991, ფერი: თეთრი, ნომერი: IVA 824 შესახებ. კერძოდ, 2014 წლის 18 ივნისიდან - დღემდე მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტის, სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობის, (საკონტაქტო, სხვა მონაცემები) და სამართალდარღვევის ადგილისა და დროს შესახებ, რის პასუხადაც ეცნობა, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული ელექტრონული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე: "MMძ 555", სანომრე ნიშნით: AAI942 და "VAძ 2109", სანომრე ნიშნით: IVA824, 2014 წლის 18 ივნისიდან - დღემდე, მართვის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ ფიქსირდება.

ამასთან, ზ/ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაკოტრების მმართველის მიერ ქონების დამატებით მოძიების მიზნით, 2022 წლის 11 ოქტომბრიდან ელექტრონული მიმართვის საფუძველზე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში  გადაცემულია დაყადაღება/დაკავებაზე.

მეურვის წარდგენილის მოხსენების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის კრედიტორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად, სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ მოსაძიებელი ქონების მოძიების შესახებ.

გაკოტრების საქმისწარმოების გაგრძელების მიზნით, 2020 წლის აგვისტო/სექტემბრის თვეში, გაკოტრების მმართველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიგეგმა 2014-2015 წელს მოძიებული ქონების გადაფასება/დასურათება და გადმოტანა აღსრულების ეროვნული ბიუროს საწყობში. თუმცა მოვალე კომპანიის კუთვნილი ქონების განმეორებითი აღწერის, დასურათებისა და იდენტიფიცირების პროცესში გამოვლენილ იქნა 2014-2015 წლის აღწერის ოქმებთან შეუსაბამობა, როგორც ქონების დასახელებებს, ასევე რაოდენობებს შორის.

როგორც გაირკვა, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების განმეორებით მოძიება/აღწერის დროს გამოვლენილი უზუსტობები დასახელებასა და რაოდენობებს შორის გამოწვეული იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით. კერძოდ: მოვალე საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის ადგილზე - უძრავი ქონებაში განთავსებული გარკვეული რაოდენობის მოძრავი ქონება/ინვენტარი (საოფისე/სამედიცინო) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 ოქტომბრის #1/1-976 ბრძანების თანახმად, საკუთრებაში გადაეცა სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრს“ (ს/კ 405001466), რომელიც წლების განმავლობაში ზუსტად ანალოგიურ სამედიცინო საქმიანობას წარმართავდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და გამოიწვია სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრისა“ და სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ მოძრავი ქონებების (მათ შორის სამედიცინო დანიშნულების სხვადასხვა ინსტრუმენტების) ერთნაირი მახასიათებელი ნივთების არსებობის გამო, მათი ერთმანეთში აღრევა. გარდა ამისა, იმ პერიოდში ქონების აღწერა/იდენტიფიცირებაში მეურვესთან/გაკოტრების მმართველთან ერთად მონაწილეობდა სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ ყოფილი თანამშრომელი, რა დროსაც მის მიერ ქონების კუთვნილების მითითება განხორციელდა შეცდომით.

გაკოტრების მმართველის მიერ სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დეპარტამენტის შემფასებლის და სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, დაზუსტებულია მოვალე კომპანიის სამეურვეო მასა, მათ შორის დაზუსტდა აღწერილი ქონების დასახელებები.  ასევე, დაზუსტებულია მოსაძიებელი ქონება და ქონება, რომელიც 2014-2015 წლის აღწერის ოქმში არ არის შეყვანილი, მაგრამ სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ საკუთრებაშია და ზოგიერთი ნივთის კუთვნილება დადასტურებულია მოვალე კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილ პირველადი დოკუმენტებით. კერძოდ, დამატებით მოძიებული ნივთებს წარმოადგენს: 1) გამოსაფხეკი კოვზი - 1 ც,  2) ცაპკა - 3 ც, 3) ფარაბეფი - 7ც, 4) მუცლის კავი თირკმელისებური (დიდი) – 2 ც, 5) ტუმბო -1 ც, 6) პლასტმასის კომოდი- 6ც. 7)  დრელე - 2ც,  8) თარო წიგნების - 19 ც. 9) წყლის გამაცხელებელი (ისრაელი) – 2 ც. 10) საწოლი რკინის -1ც). აღნიშნული ქონების აღწერისას, მათი სამეურვეო მასაში შეტანის დროს სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების და მის შემდგომაც, სხვა პირებს მათ კუთვნილებაზე პრეტენზია არ განუცხადებიათ, გაკოტრების მმართველის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მოძრავი ქონება მოვალე კომპანიის სამეურვეო მასის შემადგენელ ნაწილად იქნა მიჩნეული და შეყვანილი.

რაც შეეხება დებიტორულ მოთხოვნებს, რომელთა მოცემულობამ შეადგინა - 176 453.98 ლარი, დებიტორული მოთხოვნების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ დებიტორულ მოთხოვნათა დიდი ნაწილი ხანდაზმულია, დებიტორი მხარე ლიკვიდირებულია ან/და მათი მოძიება ვერ განხორციელდა. ამასთან, დღეის მდგომარეობით, დებიტორული დავალიანების დამუშავების შედეგად, მხოლოდ ერთი დებიტორი მხარის მიერ არის დაფარული დებიტორული დავალიანება - 1192 ლარის ოდენობით. ხოლო დანარჩენი მოთხოვნა წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ხანდაზმულია. რაც შეეხება დებიტორულ მოთხოვნებს, 2022 წლის 7 ოქტომბრის N21-17/93794 წერილით გაკოტრების მმართველს ეცნობა, რომ  შემოსავლების სამსახურს, როგორც IV რიგის კრედიტორს 7 189 109.33 ლარის ოდენობის მოთხოვნით, მიზანშეუწონლად მიაჩნია როგორც გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების მოძიების პროცესის შეწყვეტა, ასევე ს.ს. „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ხანდაზმულად მიჩნეული დებიტორული მოთხოვნების სამეურვეო მასიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით.

აღნიშნული წერილის გაცნობის შემდეგ გაკოტრების მმართველმა საქმეში არსებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლა დებიტორი მხარეების ქონებრივი მდგომარება და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია საქმეში თანდართული დოკუმენტაციასთან ერთად გადაგზავნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურში დებიტორული მოთხოვნების შეფასების მოთხოვნით, რომლის პასუხადაც სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №82684 წერილით ეცნობა, რომ სს „ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“  (ს/ნ 204871674) მოთხოვნები, ვერ განიხილება საბაზრო ღირებულების მქონე აქტივებად და მათი საბაზრო ღირებულება ნულოვანია.

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით,  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველმა შეწყვიტა  მოუძიებელი მოძრავი ქონების მოძიება, ხოლო სამეურვეო მასაში შემავალი ქონების საბაზრო ღირებულებამ კი შეადგენა ჯამში 16 810 ლარი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, "თუ კრედიტორთა პირველმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მეურვემ ქონება უნდა მოიძიოს 15 დღის ვადაში და შედეგი უნდა წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. თუ მეურვემ/გაკოტრების მმართველმა მოსაძიებელი ქონება ვერ მოიძია დადგენილ ვადაში, იგი წყვეტს ამ ქონების მოძიებას", ხოლო ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, „არ ზღუდავს კრედიტორის უფლებას, თავად მოიძიოს მოვალის მოსაძიებელი ქონება და ამ ქონების მოძიების შემთხვევაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს სასამართლოს მოძიებული ქონების სამეურვეო ქონების ნუსხაში შეტანის მოთხოვნით აუქციონის გამოცხადებამდე 7 დღით ადრე.

აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის მიუხედავად, არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს გაკოტრების მმართველისთვის მოუძიებელი მოძრავი ქონების მოძიების შესახებ, რის შემდეგადაც გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოძიებული მოძრავი ქონება მიჩნეულ იქნა სამეურვეო მასად და “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად დაინიშნა პირველი აუქციონი.

მოვალე კომპანიის სამეურვეო მასაში შემავალ ქონებაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში, სს „ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674)-ს  სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით, 2022 წლის 6 დეკემბერს, 17:00 საათზე საჯარო აუქციონზე განათავსა სს „ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674)-ს  მოძრავი ქონება ერთიანი კომპლექსის სახით  (ლოტი №:58429) აუქციონის ხანგძლივობა განისაზღვრა 8 დღით და დასრულდა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს 17:00 საათზე უშედეგოდ.

ხსენებულ აუქციონთან დაკავშირებით, რადგან პირველ აუქციონზე არ მოხდა სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674)  ქონების რეალიზაცია და აუქციონი დასრულდა უშედეგოდ, 2022 წლის 15 დეკემბერს   მიემართა (NA14046224-027/001) უზრუნველყოფილ კრედიტორს - შემოსავლების სამსახურს მიეღო გადაწყვეტილება სამეურვეო მასაში შემავალი ქონების შემდგომ აუქციონზე გატანის წესთან დაკავშირებით ამ კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მაგრამ აღნიშნული მიმართვის მიუხედავად კრედიტორს არ გამოუთქვამს ინტერესი კანონით განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში, რის შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელდა მასაში შემავალი ქონების მეორე აუქციონზე გატანა.

მოვალე კომპანიის სამეურვეო მასაში შემავალ ქონებაზე განმეორებით გამოცხადდა აუქციონი   2023 წლის 9 იანვარს 17:00 საათზე და საჯარო აუქციონზე განათავსა სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674)-ს  მოძრავი ქონება კვლავ ერთიანი კომპლექსის სახით  (ლოტი №:58831) მეორე აუქციონზე. აუქციონის ხანგძლივობა განისაზღვრა 08 დღით და დასრულდა მიმდინარე წლის 17 იანვარს, 17:00 საათზე  კვლავ უშედეგოდ.

გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო მასაში შემავალ ქონებაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მესამე აუქციონზე განთავსდა მოვალე კომპანია  სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674)   მოძრავი ქონება კვლავ ერთიანი კომპლექსის სახით ლოტი (59302) აუქციონის ხანგძლივობა განისაზღვრა 8 დღით, დაიწყო 2023 წლის 18 იანვარს და  დასრულდა ამავე წლის 27 იანვარს, 17:00 საათზე შედეგით და აუქციონზე გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა შეძენილი ქონების ღირებულება და შესაბამისად გამარჯვებულებზე გაიცა განკარგულება.

რეალიზაციიის შედეგად, ამონაგებმა თანხამ შეადგინა 840.5 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი ღირებულების გადასახადმა შეადგინა – 128.21 ლარი, რომელიც დაექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის“ (ს/ნ 204871674) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად გასანაწილებელმა თანხამ შეადგინა 712.29 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან ნაშთების სახით გამოტანილმა თანხამ შეადგინა 7382.58 ლარი, 1433.81 ლარი 34,70 ლარი და 3 ლარმა, ხოლო დებიტორის მიერ ჩარიცხულმა დავალიანებამ კი შეადგინა 1192 ლარი. შესაბამისად, გასანაწილებელმა თანხამ ჯამში შეადგინა 10 758. 38 ლარი

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში გაუქმების შესახებ.

ამავე კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული კანონის 29-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს, ხოლო ამავე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში უნდა აღინიშნოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს და მიაჩნია, რომ  გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.  გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის  წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს  მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში  აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;

ხოლო ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის თანახმად:

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 5000 ლარს, ხოლო გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 10000 ლარის ფარგლებში;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე. ამდენად, სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით: 1) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო -10000 ლარი - პირი რიგი; 2) სსიპ შემოსავლების სამსახური-758. 38 ლარი - მეოთხე რიგი.

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- მუხლებით,

 

დაადგინა:

1. დასრულდეს სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 204871674) გაკოტრების საქმის წარმოება.

2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 204871674) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის  რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 204871674)  დაეკისროს მომსახურების საფასური 10 000 ლარის ოდენობით (პირველი რიგი) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ მის მიერ მმართველის და მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 204871674)  დაეკისროს 758.38 ლარის ოდენობით (მეოთხე რიგი)  სსიპ – შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.

5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge).

6. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                    გოჩა დიდავა