შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.03.2023
ძალის დაკარგვა 21.03.2024
გამომცემი ორგანო საქონელი
ნომერი №106
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.023939
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სპეციფიკური მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურება, სპეციფიკური რეკლამის დამზადების, რეკლამის განთავსების მომსახურება, მათ შორის, საგამოფენო სტენდი და/ან დაჯავშნასთან დაკავშირებული მომსახურებები. |
| 2 | თარჯიმნისა და თარგმნის მომსახურება. |
| 3 | საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (მათ შორის, ავტოტექმომსახურება). |
| 4 | საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება. |
| 6 | კონსტრუქციულ-ელექტრო-ინჟინრულ-დიზაინერული მომსახურება, მათ შორის, პროტოტიპებისა და 3D დიზაინების შექმნის მიზნით. |
| 7 | საზღვარგარეთ გამოფენის მომსახურება და ფართის ქირავნობა. |
| 11 | თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები. |
| 12 | პერსონალური კომპიუტერების, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები. |
| 13 | ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება. |
| 16 | ელექტრომოწყობილობების მონტაჟი, მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი, ორთქლის გენერატორების, ტურბინების, კომპრესორებისა და ძრავების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება. |
| 17 | საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი, კალიბრაცია, მომსახურება და შეკეთება, დაკავშირებული მომსახურება. |
| 18 | საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი, რადიო-, ტელე- და ვიდეოაპარატურის მონტაჟი, სტაციონარული სატელეფონო ხაზის მონტაჟი, სტაციონარული სატელეგრაფო ხაზის მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება. |
| 21 | ლითონის კონტეინერების მონტაჟი, ავზების მონტაჟი, რეზერვუარების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება. |
| 22 | მართვისა და კონტროლის სისტემების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება. |
| 24 | საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, სარეისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, არასარეისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, საავიაციო და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №106
2023 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 1 წლის ვადით.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „თბილავიამშენისა“ (ს/ნ: 206125496) და მისი შვილობილი საწარმოების (შემდგომში – საწარმო) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. წესის მიზანია, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.
3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/ მოქმედება.
4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. ხოლო, თუ ეს ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. ეს წესი არ ვრცელდება საწარმოს მიერ ადმინისტრაციული/საოფისე მიზნით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე. ადმინისტრაციული/საოფისე მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.
7. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები;
ბ) შემსყიდველი (შემდგომში – საწარმო) – შპს „თბილავიამშენი“ და მისი შვილობილი საწარმოები;
გ) შპს „თბილავიამშენის“ შვილობილი საწარმო – საწარმო, რომელშიც შპს „თბილავიამშენს“ ეკუთვნის კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „თბილავიამშენისა“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50%-ს;
დ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი და მომსახურება;
ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;
ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ზ) სამშენებლო სამუშაო – განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი − მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ი) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
კ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით;
ლ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს;
მ) მექანიკური შეცდომა – დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას. ციფრის/რიცხვის შეცდომისას უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ ჩანაწერს.
მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები
1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;
გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. საწარმო ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის ფარგლებში შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვით ან, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ფასთა გამოკითხვის საშუალებით. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული წესი, ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშეკრულების თანასწორი იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული დოკუმენტი/საბუთი.
3. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ შესაბამისი მინდობილობით განსაზღვრული პირ(ებ)ი.
მუხლი 5🔗. ფასთა გამოკითხვა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის, მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში.
2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველის მიერ წინასწარ, სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს.
3. შემსყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
4. შემსყიდველი დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში იღებს მიწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში იღებს განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.
5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები იურიდიული პირის შემთხვევაში უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი.
6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღის განმავლობაში.
7. მიწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველს, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით.
2. მიმწოდებელთან, გამარტივებული შესყიდვისას ან ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას, დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗. ანგარიშის წარდგენა
1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს წილის 20%-ზე მეტის მფლობელს ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის პირველი მარტისა.
2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. ცვლილების შეტანის წესი
წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №1
საქონლისა და მომსახურების ნუსხა
საქონელი
1
საწვავი, მყარი საწვავი, აიროვანი საწვავი, ნავთობი და დისტილატები (ბენზინისა და დიზელის გარდა).
2
ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები, საპოხი მასალები, ვაზელინი, ნავთობის ცვილი და სპეციალური ბენზინები, ნავთობი (ნედლი), ნავთობსა და ქვანახშირთან დაკავშირებული პროდუქტები.
3
ქვიშა და თიხა, ხრეში, ღორღი და ქვის (ინერტული) მასალა, კაოლინი, თიხა-თეთრი, დაკავშირებული პროდუქტები.
4
ქიმიური მასალები (შხამქიმიკატები), რეზინის ნაწარმი.
5
მარილისა და სუფთა ნატრიუმის ქლორიდი. კლდის მარილი, ზღვის მარილი, გამოხდილი მარილისა და სუფთა ნატრიუმის ქლორიდი, მარილწყალი, დაკავშირებული პროდუქტები.
6
სამთო მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები.
7
ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები, პემზის ქვა, ზუმფარა, ბუნებრივი სახეხები.
8
სხვა მინერალები და ძვირფასი ლითონები, დაკავშირებული პროდუქტები.
9
ლითონის მადანი და შენადნობები, წიდა, ხენჯი, ჯართი და ნამსხვრევები.
10
ძირითადი ლითონები: რკინა, ტყვია, თუთია, კალა და სპილენძი, ალუმინი, ნიკელი, სკანდიუმი, ტიტანი და ვანადიუმი, ქრომი, მანგანუმი, კობალტი, იტრიუმი და ცირკონიუმი, მოლიბდენი, ტექნეციუმი, რუთენიუმი და როდიუმი, კადმიუმი, ლუტეციუმი, ჰაფნიუმი, ტანტალი და ვოლფრამი, ირიდიუმი, გალიუმი, ინდიუმი, თალიუმი და ბორიცეზიუმი, სტრონციუმი, რუბიდიუმი და კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და ლითიუმი, ნიობიუმი, ოსმიუმი, რენიუმი და პალადიუმი, დაკავშირებული პროდუქტები.
11
სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი, სახეხი პროდუქტები, მინა, მინა-ბოჭკო, დაკავშირებული პროდუქტები.
12
აღდგენილი მეორადი ლითონის ნედლეული, აღდგენილი მეორადი არალითონის ნედლეული, ნაცარი და ლითონშემცველი ნარჩენები, დაკავშირებული პროდუქტები.
13
მოდერნიზებული პროტოტიპების დასამზადებლად საჭირო ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები.
14
მანქანა-დანადგარების ნაწილები, საწარმოზე რიცხული მანქანების ნაწილები.
15
სპეცტანსაცმელი და მათი აქსესუარები, დაკავშირებული საქონელი.
16
დამცავი ფეხსაცმელი, ფეხსაცმლის ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
17
საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები, დაკავშირებული საქონელი.
18
მოთრიმლული ტყავი, ნატი, მსხვილფეხა პირუტყვის ან ცხენის ტყავი, ცხვრის, თხის ან ღორის ტყავი, სხვა ცხოველების ტყავები, ნარევი ტყავები და სხვა სახის ტყავები, მანქანა-დანადგარებში ან მექანიკურ მოწყობილობებში გამოყენებული, დაკავშირებული საქონელი.
19
შალის ქსოვილი, სელის ქსოვილი, სპეციალური ქსოვილები, ტრიკოტაჟის ქსოვილი ან ყაისნაღით ნაქსოვი ნაჭრები, მაუდი, უქსოვადი ქსოვილები, მატყლი, დაკავშირებული საქონელი.
20
ტექსტილის ბუნებრივი ბოჭკოები, ტექსტილის ხელოვნური ბოჭკოები, ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული ტექსტილის ნართი და ძაფი, სინთეტიკური ნართი ან ძაფი.
21
ბუნებრივი რეზინის პროდუქცია, პლასტმასის პროდუქცია, დაკავშირებული საქონელი.
22
ტყავის ნარჩენი, ტექსტილის ნარჩენი, რეზინის ნარჩენი, პოლიეთილენის პაკეტები და ტომრები ნარჩენებისა და ნაგვისთვის, დაკავშირებული საქონელი.
23
სინთეტიკური რეზინი, სინთეტიკური ბოჭკოები, ხელოვნური ბოჭკოები, დაკავშირებული საქონელი.
24
დამზადებული ან დასამზადებელი პროდუქციის რეკლამირების მიზნებისთვის საჭირო, ნაბეჭდი წიგნები, პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები, კომერციული კატალოგები და ცნობარები, საინფორმაციო ფურცლები, ბროშურები, ბუკლეტები, დაკავშირებული საქონელი.
25
საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები, ოფსეტური ბეჭდვის ფორმები, მოწყობილობები მშრალი ამოწვისთვის, დაკავშირებული საქონელი.
26
საღებავი, საბეჭდი საღებავი, დაკავშირებული საქონელი.
27
საბუღალტრო წიგნები და ფორმები, სავარჯიშო რვეულები, ალბომები ნიმუშებისთვის, ბაინდერები და მონათესავე აქსესუარები, დაკავშირებული საქონელი.
28
სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა, გაზეთის ქაღალდი, ხელით დამუშავებული ქაღალდი და სხვა არალამინირებული ქაღალდი ან მუყაო, დაკავშირებული საქონელი.
29
აირები, საწარმოო აირები, დაკავშირებული საქონელი.
30
საღებავები და პიგმენტები, ოქსიდები, პეროქსიდები და ჰიდროქსიდები სათრიმლავი ექსტრაქტები, საღებავი ექსტრაქტები, სათრიმლავი და საღებავი ნივთიერებები, დაკავშირებული საქონელი.
31
ძირითადი არაორგანული ქიმიკატები, ძირითადი ორგანული ქიმიკატები, დაკავშირებული საქონელი.
32
პლასტმასი პირველადი ფორმით, ეთილენის პოლიმერები პირველადი ფორმით, პროპილენის პოლიმერები პირველადი ფორმით, სტიროლის პოლიმერები პირველადი ფორმით, ვინილის პოლიმერები პირველადი ფორმით, პოლიესტერები პირველადი ფორმით, პოლიამიდები პირველადი ფორმით, კარბამიდის ფისები პირველადი ფორმით, ამინოპლასტები პირველადი ფორმით, სილიკონები პირველადი ფორმით, დაკავშირებული საქონელი.
33
ფეთქებადი ნივთიერებები, მზა ფეთქებადი ნივთიერებები, დაკავშირებული საქონელი.
34
სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები, წებოები, ეთერზეთები, ფოტოგრაფიაში გამოყენებადი ქიმიკატები, სპეციალიზებული ქიმიური პროდუქტები, დაკავშირებული საქონელი.
35
მონაცემთა დასამუშავებელი მანქანები (აპარატურა), ციფრული კარტოგრაფიული მოწყობილობები, კომპიუტერთან დაკავშირებული მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
36
ელექტროძრავები, გენერატორები, ცვლადი დენის გენერატორები, გამაგრილებელი კოშკები, განმმუხტველი ნათურებისა და მილების ბალასტური წინაღობები, ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები, დაკავშირებული საქონელი.
37
ელექტროაპარატურა ელექტროწრედების ჩასართავად ან დასაცავად, ელექტროწრედის კომპონენტები, ელექტროგამანაწილებელი ან საკონტროლო აპარატურის ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
38
იზოლირებული მავთული და კაბელი, ქსელური როზეტები, დენის გამანაწილებელი კაბელები, კოაქსიური კაბელი, იზოლირებული კაბელის აქსესუარები, ელექტროგამტარები მონაცემებისა და კონტროლისათვის, დაკავშირებული საქონელი.
39
დენის პირველადი წყაროები, პირველადი ელემენტები, ელექტროაკუმულატორები, ელემენტები, დაკავშირებული საქონელი.
40
ნათურები, ლამპები და სანათი ნივთები, ლამპებისა და გასანათებელი მოწყობილობების ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
41
ძრავებისა და სატრანსპორტო ხმოვანი ან ვიზუალური სასიგნალო აპარატურა, მაგნიტები, სპეციალური დანიშნულების მანქანები და აპარატურა, საიზოლაციო აქსესუარები, ნახშირის ელექტროდი, მანქანებისა და აპარატურის ელექტრონაწილები, ელექტრონივთები და აქსესუარები, დაკავშირებული საქონელი.
42
ელექტრონული მოწყობილობები, ელექტრომექანიკური მოწყობილობები, ელექტროტექნიკური მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
43
სამაუწყებლო მოწყობილობა, სატელევიზიო გადამცემი აპარატურა, მიმღები აპარატურის გარეშე, რადიოგადამცემი აპარატურა, მიმღები აპარატურით, ტელეკამერები, მონაცემთა გადასაგზავნი მოწყობილობები, ციფრული გადაგზავნის აპარატურა, დაკავშირებული საქონელი.
44
რადიომაუწყებლობის მიმღებები, ტელე- და აუდიოვიზუალური აპარატურა, აპარატურა ხმისა და ვიდეოს ჩაწერისა და აღწარმოებისთვის, მიკროფონები და ხმამაღლამოლაპარაკეები/რეპროდუქტორები, აუდიო- და ვიდეოაპარატურის ნაწილები, ორმხრივი კავშირის (ინტერკომის) მოწყობილობა, დაკავშირებული საქონელი.
45
ქსელური მოწყობილობები, ფართო გეოგრაფიული დაფარვის ქსელი, ტელემეტრიული და ტერმინალური მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
46
უკაბელო სატელეკომუნიკაციო სისტემა, სატელეკომუნიკაციო კაბელი და აპარატურა, სატელიტთან დაკავშირებული საკომუნიკაციო აპარატურა, კომუტატორები, ბოჭკოვან-ოპტიკური მასალები, საკომუნიკაციო მოწყობილობები, მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
47
მედიცინაში გამოსაყენებელი გამოსახულების მიმღები აპარატურა, სარეგისტრაციო სისტემები და საკვლევი მექანიზმები, ვიწრო სპეციალობის ხელსაწყოები და სამედიცინო სახარჯი მასალები, საჭირო სხვადასხვა სამედიცინო აპარატურა და პროდუქტები, დაკავშირებული საქონელი.
48
მოდერნიზებული პროტოტიპების დასამზადებლად საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის, მძიმე სატვირთო და საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო მანქანები), სიმულატორები, რომლებიც გამოიყენება საწარმოო მიზნებისთვის (ადმინისტრაციული გამოყენების სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
49
მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები, სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მოძრავი კონტეინერები, დაკავშირებული საქონელი.
50
ძრავები და ძრავის ნაწილები, მექანიკური სათადარიგო ნაწილები, სატვირთო ავტომანქანების, ფურგონებისა და მსუბუქი მანქანების დიდი/მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავები, სამგზავრო თვითმფრინავების სკამები, ავტომანქანების სკამები, ტრაქტორის აქსესუარები, დაკავშირებული საქონელი.
51
შვეულმფრენები, თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები და სხვა ძრავიანი საფრენი აპარატი, საჰაერო ბურთები, დირიჟაბლები და სხვა არაძრავიანი მფრინავი თვითმფრინავების, კოსმოსური ხომალდებისა და შვეულმფრენების, თვითმფრინავის ან კოსმოსური ხომალდის მოწყობილობები, ტრენაჟორები, სიმულატორები და თანმდევი ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
52
ხელით სამართი საზიდრები, სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, საბარგო ურიკები, მზიდი მოწყობილობები, აეროპორტის აღჭურვილობა, ტრანსპორტის მოძრაობის სამეთვალყურეო მოწყობილობა, მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების, სასიგნალო და განათების მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
53
სახანძრო, სამაშველო მოწყობილობები და უსაფრთხოების, სათვალთვალო და დაცვის სისტემები და აპარატურა, დაკავშირებული საქონელი.
54
სხვადასხვა იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
55
ჯავშნიანი სამხედრო მანქანები, სამხედრო მანქანების ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
56
რაკეტები და კოსმოსური ხომალდები, სამხედრო საჰაერო ხომალდები/თვითმფრინავები, სამხედრო აეროკოსმოსური ტექნიკის ნაწილები, ყველა სახის საავიაციო მზა ნაწარმი.
57
საკომანდო, მართვის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული დაზვერვის, თვალთვალის, მიზნის აღმოჩენისა და რეკოგნოსცირების ელექტრონული ბრძოლის სისტემები და კონტრზომები, ბრძოლის სიმულატორები, დაკავშირებული საქონელი.
58
ხელნაკეთობები და ხელოვნების ნივთების შესაქმნელად საჭირო მასალები.
59
სანავიგაციო და მეტეოროლოგიური ხელსაწყოები.
60
ზუსტი სასწორები, საზომი ხელსაწყოები, რაოდენობის საზომი ხელსაწყოები, სხვა სახის სიზუსტის და/ან საზომი ხელსაწყოები.
61
ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები, მრიცხველები, სითხეებისა და აირების ხარჯვის, დონისა და წნევის საზომი დეტექტორები და ანალიზატორები, მათი მაკომპლექტებლები.
62
მიკროსკოპები, სკანერები, დიფრაქციული აპარატები, მანქანა-დანადგარები და აპარატურა ცდებისა და გაზომვებისთვის, მრიცხველები, პროდუქციის მრიცხველები, მარეგულირებელი და საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები, გამოსხივებით მომუშავე არასამედიცინო აპარატურა, მათი მაკომპლექტებლები.
63
მაპოლარიზირებელი მასალა, ასტრონომიული და ოპტიკური ხელსაწყოები, თხევად-კრისტალური აპარატები, ფოტოგრაფიული მოწყობილობები, მათი მაკომპლექტებლები.
64
პარკინგის აპარატები/საათები, ტაიმერები, ტექნოლოგიური ტაიმერები, პროცესის ტაიმერები, ავტომატური ჩამრთველ-გამომრთველი ტაიმერები, მათი მაკომპლექტებლები.
65
საწარმოო პროცესებისა და დისტანციური მართვის მოწყობილობები, მათი მაკომპლექტებლები.
66
მზა საფეიქრო ნაწარმი, ხალიჩები, ჭილოფები და ნოხები, სხვადასხვა სახის ბაგირები, თოკები, ბაწრები და ბადეები, უქსოვადი ნივთები, სხვადასხვა ქსოვილის ნივთები, დაკავშირებული საქონელი.
67
საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია, სურნელოვანი ნივთიერებები და ცვილები, ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები, საწმენდი საშუალებები, დაკავშირებული საქონელი.
68
სასმელი წყალი (გარდა საოფისე გამოყენებისა), არასასმელი წყალი, დაკავშირებული საქონელი.
69
ტურბინები და ძრავები, ტუმბოები და კომპრესორები, ონკანები, ვენტილები, სარქველები და მსგავსი ნაწილები, კბილანები, კბილანა გადამცემები და ამძრავი ელემენტები, ბირთვული რეაქტორები და მისი ნაწილები, ბოილერის დანადგარები, დაკავშირებული საქონელი.
70
ნაგვის/ნარჩენების საწვავი ღუმლები და ქურები, ქურის სანთურები, სადნობი ღუმლები, არასაოჯახო დანიშნულების ღუმლები, კრემატორიუმები, ქურის სანთურების, ქურების ან ღუმლების ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
71
ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები; ციცხვები, ნიჩბები, ჩამჩები, ხაპიები და მომჭერები ამწეებისთვის ან ექსკავატორებისთვის, დაკავშირებული საქონელი.
72
სითბოგაცვლითი დანადგარები, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრე დანადგარები და საფილტრავი მოწყობილობები, სავენტილაციო დანადგარი, სამაცივრო და საყინულე დანადგარების ნაწილები და თბოტუმბოები, დაკავშირებული საქონელი.
73
სახარატო, საბურღი და სახერხი ჩარხები, ლითონდასამუშავებელი ჩარხები, მყარი მასალების, გარდა ლითონისა, დასამუშავებელი ჩარხები, პნევმატური ან ძრავიანი ხელსაწყოები/იარაღები სარჩილავი ან მყარი მასალით, სარჩილავი და შესადუღებელი ხელსაწყოები, ზედაპირის თერმოდამუშავებისა და ცხელი გაფრქვევის მექანიკური ჩარხების ნაწილები და აქსესუარები, დაკავშირებული საქონელი.
74
საფეიქრო მრეწველობის, მათ შორის, ქსოვილებისა და ტანსაცმლის მანქანა-დანადგარები, საფეიქრო მანქანა-დანადგარების ნაწილები და სხვა სახის მაკომპლექტებლები.
75
ქაღალდის ან მუყაოს საწარმოებელი მანქანა-დანადგარები, ქაღალდის ან მუყაოს საწარმოებელი მანქანა-დანადგარების ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
76
გამოსახდელი (სადისტილაციო), საფილტრავი ან გასაწმენდი, ბოთლების სარეცხი, შემფუთველი, ამწონი და გამფრქვევი მანქანები, ცენტრიფუგები, კალანდრირებისა და სავაჭრო ავტომატები, მასალების თერმულად დასამუშავებელი დანადგარები, ზოგადი დანიშნულების დანადგარების ნაწილები, მართვისა და კონტროლის სისტემები, საბეჭდი და გრაფიკული მოწყობილობები, ორგტექნიკა და ინფორმაციის დამუშავების, ასავსები, შესაფუთი ან გასახვევი მანქანების ნაწილები, გაზის გენერატორები სპეციალური დანიშნულების სხვადასხვა დანადგარი, დაკავშირებული საქონელი.
77
სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
78
მინერალების დასამუშავებელი და სამსხმელო ფორმების მოდელირების მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
79
მეტალურგიული დანადგარები და მათთან დაკავშირებული ნაწილები, ლითონ-საგლინავი დანადგარები, სამსხმელო მანქანები, დაკავშირებული საქონელი.
80
ხის დასამუშავებელი მოწყობილობა, სახარაზო დანადგარები,
ძრავიანი ინსტრუმენტები, სამჭედლო მოწყობილობები, დაკავშირებული საქონელი.
81
ჩამდინარე წყლების არხები, სამშენებლო მასალებთან დაკავშირებული პროდუქტები, მილსადენები, მილსადენი სისტემები/მილსადენების ქსელი, გარსაცმები, შლანგები და მათთან დაკავშირებული მასალები, სამშენებლო მასალებთან დაკავშირებული ფირფიტები, ფურცლები, ცემენტი და სხვადასხვაგვარი სამშენებლო-სარემონტო მასალა.
82
სტრუქტურული მასალები, კონსტრუქციები და კონსტრუქციის ნაწილები, სადურგლო ნაკეთობები, შენობის ხის ნაწილები, დაკავშირებული საქონელი.
83
მავთულის პროდუქცია, კაბელი და მასთან დაკავშირებული მასალები, მშენებლობაში გამოსაყენებელი ძელები, წნელები, მავთულები და დაკავშირებული საქონელი.
84
ბრონირებული ფირფიტები, საკისრები, ტრანზისტორები. რბილი ფოლადი, თუჯის პროდუქცია, სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და მათი მაკომპლექტებლები.
85
საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები და ზამბარები/რესორები.
86
ავზები, რეზერვუარები, კონტეინერები და წნევის ქვეშ მომუშავე ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები, მათი ნაწილები და მაკომპლექტებლები.
87
ლაქები, მასტიკები, შემავსებლები, საპოხები და ხსნარები, დაკავშირებული საქონელი.
88
სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი.
89
სავაჭრო ობიექტის პროგრამული პაკეტები, ფრენის მართვის პროგრამული პაკეტები, ავიაციის სახმელეთო მხარდაჭერისა და ტექნიკის გამოცდის სარკინიგზო ტრანსპორტის მართვის პროგრამული პაკეტები, წარმოების მართვის პროგრამული პაკეტები, პროგრამული პაკეტები ბიბლიოთეკებისთვის, თავსებადობის პროგრამული პაკეტები, პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო პაკეტები, პროგრამული უზრუნველყოფის საგანმანათლებლო პაკეტები, დაკავშირებული საქონელი.
90
ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები.
91
დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები, დაკავშირებული საქონელი.
92
საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები, დაკავშირებული საქონელი.
93
მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები.
94
პროგრამული პაკეტები სარეზერვო ასლების გასაკეთებლად ან დაკარგული ფაილების აღსადგენად, პროგრამული პაკეტები შტრიხ-კოდებისთვის, დაცვის პროგრამული პაკეტები, უცხო ენიდან თარგმნის პროგრამული პაკეტები, მონაცემთა ინფორმაციის მატარებლებზე შენახვის პროგრამული, საერთო დანიშნულების, შეკუმშვისა და ბეჭდვის პროგრამული სისტემის, მონაცემთა შენახვისა და შინაარსის მართვის პროგრამული პაკეტები ვერსიის შესამოწმებლად, დაკავშირებული საქონელი.
95
საწარმოო დანიშნულების საინფორმაციო სისტემები, სერვერები, მათი მაკომპლექტებლები, კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები.
96
ეკრანმზოგები (სქრინსეივერები), ავტომატიზაციის პროგრამული პაკეტები, შაბლონებისა და კალენდრების შესაქმნელი პროგრამული პაკეტები, გემების ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი და საჯარო შეტყობინების დრაივერები და სისტემის პროგრამული პაკეტები, პროგრამირების ენები და ინსტრუმენტები.
97
საავიაციო და საშვეულმფრენო მაკომპლექტებლების დამზადების და/ან ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, დაკაბელება, ელსადენები ან/და საცხებ-საპოხი მასალები (მათ შორის, საბურავები).
98
ჯავშანტექნიკის და/ან საინკასაციო და/ან სასჯელაღსრულების სპეცტექნიკის დამზადებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, სპეცდანიშნულების მაკომპლექტებლები, დაკაბელება ან/და საცხებ-საპოხი მასალები (მათ შორის, საბურავები, ციმციმები, ხმამაღლამოლაპარაკე, შიდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რაციები).
99
რობოტიკის აქტუატორები, ძრავა-ამძრავები და კონსტრუქციული ანაწყობები, ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
100
მაღალტექნოლოგიური ჩარხები, წყლის ჭავლით ჭრის დანადგარები, პლაზმური და/ან ლაზერული ჩარხები, სილაჭავლური დამუშავების დანადგარები, მათი ტექნიკური მომსახურების გაწევისთვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
101
მაღალტექნოლოგიური ელექტრომოწყობილობები და კომპონენტები (მათ შორის, გამომთვლელი მანქანები, ინფორმაციის გადამამუშავებლები და შემნახავი მოწყობილობები, ამომცნობები და კლასიფიკატორები).
102
რაკეტმშენებლობის მასალები, მზა კომპონენტები, რაკეტის ძრავის საქშენები და თავაკები, ამფეთქები და საწვავი მასალა (მათ შორის, მაღალტექნოლოგიური პროცესორები, დაკაბელება და ლაზერის დანადგარები) მათი ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
103
ვიდეო-აუდიო სამეთვალყურეო და დაზვერვის მოწყობილობები, მათ შორის, შორს ამომცნობი და კლასიფიკატორი, ლაზერული მანძილმზომი, ლიდარი, რადარი, GPS, GNSS, INS, IMU, მაღალტექნოლოგიური სენსორები, ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები.
104
რადიოელექტრონული დაზვერვისა და საკავშირო მომსახურება, მათ შორის, სხვადასხვა სპექტრის კონტროლისა და დაკვირვების მოწყობილობები და რადიომოდემები, მათი ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები.
105
შენიღბვისა და კამუფლაჟის, საკონსერვაციო შენახვისთვის საჭირო ნივთიერებები და დაკავშირებული პროდუქცია.
106
სხვადასხვა მასალის ჯავშანფილები და აფეთქებამედეგი, ცეცხლგამძლე შენადნობები და/ან მასალა, დაკავშირებული პროდუქცია.
107
3D ბეჭდვის მასალები, პოლიურეთანი, პოლივინილქლორიდი, ელასტომერები გრანულებით და/ან გამოწრთობილი სრულყოფილი სახით.
108
ქვემეხები და ლულები, ყუმბარმტყორცნები, მათი მაკოპლექტებელი აქსესუარები, ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, სამაგრები, კოშკურები, დაკაბელება ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
109
ყველა კალიბრის ტყვია-წამალი და თავაკები, მათი შენახვისთვის აუცილებელი მასალები, მათ შორის, ჟანგსაწინააღმდეგო დასანთლული ქაღალდი და/ან ჟანგსაწინააღმდეგო საპოხი მასალები.
110
სპეციფიკური ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალების, სათადარიგო ნაწილები ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
111
დენის გამომამუშავებელი დინამოების, გენერატორების, მათ შორის, მუდმივი და/ან ცვლადი დენის მოწყობილობები, ვოლტაჟის გადამყვანები, ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, დაკაბელება ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
112
შენიღბული ნათების ნათურები და მაშუქები, სპეციალური და/ან სამხედრო განათება, მათი რეფლექტორები და ელსადენები.
113
ელექტრონული მოტორ-ბორბლები, მისი კონტროლერები ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, დაკაბელება ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
114
დაკიდების სისტემები, მათი სპეციფიკური მასალები და ნაწილები, მათ შორის, ტორსიონები, ამორტიზატორები, ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, დაკაბელება ან/და საცხებ-საპოხი მასალები (მათ შორის, საბურავები და დისკები).
115
ელენერგიის შენახვისა და დისტრიბუციის მოწყობილობები, მათ შორის, მაღალი განმუხტვის ლითიუმი და მჟავური აკუმულატორები და დაკავშირებულ ელსადენები, ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, დაკაბელება ან/და საცხებ-საპოხი მასალები.
116
რობოტიკის, ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალებების შიდა ხანძარსაწინააღმდეგო მოდულები და მოწყობილობები, ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები, დაკაბელება ან/და მარაგი მასალები.
117
ცეცხლგამძლე, ანტივანდალური შუშები და/ან აკრილის შენადნობები, მათ შორის, ჯავშანშუშები და კაფსულები.
118
მაღალი გამძლეობის და/ან ჯავშანტექსტილის მასალები და მაკომპლექტებლები.
119
სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ინდივიდუალური აღჭურვილობა, განტვირთვის ჟილეტები, მასთან დაკავშირებული აქსესუარები და მაკომპლექტებლები.
მომსახურება
1
სპეციფიკური მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურება, სპეციფიკური რეკლამის დამზადების, რეკლამის განთავსების მომსახურება, მათ შორის, საგამოფენო სტენდი და/ან დაჯავშნასთან დაკავშირებული მომსახურებები.
2
თარჯიმნისა და თარგმნის მომსახურება.
3
საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (მათ შორის, ავტოტექმომსახურება).
4
საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება.
5
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურების, კომპანიის ვებსაიტის, არსებული ინფრასტრუქტურისა და პროგრამებისათვის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის, დატაცენტრის პროგრამული და სისტემური უზრუნველყოფის განახლების ლიცენზიების და/ან კომპონენტების მომსახურება, მათ შორის, ჰოსტინგი და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტი, ასევე არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებების შეტანა.
6
კონსტრუქციულ-ელექტრო-ინჟინრულ-დიზაინერული მომსახურება, მათ შორის, პროტოტიპებისა და 3D დიზაინების შექმნის მიზნით.
7
საზღვარგარეთ გამოფენის მომსახურება და ფართის ქირავნობა.
8
ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურებების, საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება (საქართველოს საზღვრებს გარეთ და მის შიგნით).
9
შეიარაღებისა და ამუნიციის, სახელმწიფო მოსაკრებლის მომსახურების ღირებულება უცხო ქვეყნებში და შესაბამისი საექსპორტო ლიცენზიების მფლობელი საშუამავლო კომპანიების მომსახურების სერვისი საქართველოს საზღვრებს გარეთ.
10
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, სატრანსპორტო საშუალებების განადგურება საგამოცდოდ, კვლევებისთვის და/ან კანონმდებლობასთან მოთხოვნების შესაბამისობით, გარდა ადმინისტრაციული ავტომანქანებისა.
11
თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.
12
პერსონალური კომპიუტერების, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.
13
ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება.
14
უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, უსაფრთხოების მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური საბრძოლო ხომალდების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, სამხედრო თვითმფრინავების, რაკეტებისა და კოსმოსური ხომალდების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, სამხედრო ელექტრონული სისტემების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება.
15
სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება, ძვირფასეულობის/სამკაულების შეკეთება, ტყავის პირადი მოხმარების ნივთების შეკეთება, ტანსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის შეკეთება, ცეცხლსასროლი იარაღისა და შეიარაღების სისტემების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, ავეჯის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება.
16
ელექტრომოწყობილობების მონტაჟი, მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი, ორთქლის გენერატორების, ტურბინების, კომპრესორებისა და ძრავების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება.
17
საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი, კალიბრაცია, მომსახურება და შეკეთება, დაკავშირებული მომსახურება.
18
საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი, რადიო-, ტელე- და ვიდეოაპარატურის მონტაჟი, სტაციონარული სატელეფონო ხაზის მონტაჟი, სტაციონარული სატელეგრაფო ხაზის მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება.
19
საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული სამედიცინო და ქირურგიული მოწყობილობების მონტაჟი, ლაბორატორიული მოწყობილობების მონტაჟი, კალიბრაცია, მომსახურება და შეკეთების მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება.
20
მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი, ზოგადი დანიშნულების მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მანქანა-დანადგარების მონტაჟი, ჩარხების მონტაჟი, სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარებისა და შეიარაღების სისტემების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება.
21
ლითონის კონტეინერების მონტაჟი, ავზების მონტაჟი, რეზერვუარების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება.
22
მართვისა და კონტროლის სისტემების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება.
23
სპეციალური დანიშნულების საავტომობილო სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურება, საფოსტო გადაზიდვები საზღვარგარეთ, პროდუქტების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად, დაკავშირებული მომსახურება.
24
საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, სარეისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, არასარეისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, საავიაციო და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება.
25
წყლის ტრანსპორტის მომსახურებები, საბორნე ტრანსპორტის მომსახურებები, ფოსტის გადაზიდვის მომსახურება, სახომალდო მომსახურებები კაბელების ჩასადებად, ტვირთის გადაზიდვების მომსახურება, წყლის ტრანსპორტთან ერთად ეკიპაჟის დაქირავების მომსახურება.
26
ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება.
27
სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები და დაკავშირებული მომსახურება.
28
სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება.
29
სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება.
30
საინჟინრო-საპროექტო მომსახურება, სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება, ინტეგრირებული საინჟინრო-ტექნიკური მომსახურებები, საინჟინრო სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნიკური მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება.
31
მომსახურებები შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმებისა და მომსახურებები ანალიზის სფეროში, მომსახურებები ტექნიკური შემოწმებისა და ტესტირების სფეროში, დაკავშირებული მომსახურება.
32
მომსახურებები სამრეწველო შემოწმების სფეროში, დაკავშირებული მომსახურება.
33
ლაბორატორიული მომსახურებები.
34
ავარიულ სიტუაციაში აპარატურული უზრუნველყოფის აღდგენასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, კომპიუტერების განთავსების ადგილის დაპროექტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, კომპიუტერული აპარატურის შემოწმებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, კომპიუტერის შემოწმებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები და აპარატურულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები.
35
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება.
36
ადგილობრივი ქსელის მომსახურება, ფართო ქსელების მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება.
37
კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება, დაკავშირებული მომსახურება.
38
მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში, დაკავშირებული მომსახურება.
39
კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება.
40
კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება, დაკავშირებული მომსახურება.
41
კვლევისა და განვითარების მომსახურება უსაფრთხოებისა და დაცვის (თავდაცვის) მასალებთან დაკავშირებით, სამხედრო კვლევა და ტექნოლოგიები, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ტექნოლოგიური ტესტირება და შეფასება, დაკავშირებული მომსახურება.
42
გამოკითხვები და სტატისტიკა, სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება.
43
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურებები.
44
დასამზადებელი ან დამზადებული პროდუქციის რეკლამირების მიზნებისთვის საჭირო ბეჭდვისა და სხვა სარეკლამო მომსახურებები.
45
შეფუთვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მომსახურებები სპეციალიზებული პროექტირების სფეროში, გამოფენების, ბაზრობებისა და კონგრესების ორგანიზება, ფოტოგრაფიული და დამატებითი მომსახურებები, საგამომცემლო მომსახურებები, გამოწერის მომსახურება, ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება.
დანართი №2
ანგარიში საწარმოს მიერ 20 . . წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ
№
შესყიდვის
საშუალება
(გამარტივებული შესყიდვა,
ფასთა
გამოკითხვა,
ელექტრონული ტენდერი,
გამარტივებული
ელექტრონული
ტენდერი)
შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება
მიმწოდებლის დასახელება
შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების
ვადა
შესყიდვის საერთო ღირებულება
შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა