,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.006.335
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №38
2004 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია და შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2.06.2003წ., №49) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ვ) ანალიზის, ანგარიშგებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;”
ბ) მე-2 პუნქტის “ნ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს “ზ” და “თ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
“ზ. ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობის ორგანიზებას ;
თ. ორგანიზებას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნების მუშაობის გამოცდილების შესწავლას.”
ბ) მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ა) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს, მონაწილეობს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტების განხილვაში;”
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“6. ანალიზის, ანგარიშგებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) იღებს და ამუშავებს ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
ბ) შეისწავლის გადამხდელთა რეალურ საგადასახადო ბაზას, შეიმუშავებს წინადადებებს საგადასახადო ინსპექციების მიხედვით საგადასახადო შემოსავლების ყოველთვიური, ყოველკვარტალური საგეგმო საპროგნოზო პარამეტრების შესახებ და ახდენს დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას საგადასახადო ინსპექციებამდე და აწესებს კონტროლს მათი შესრულების მიმდინარეობაზე;
გ) ახორციელებს ანგარიშების შედგენას საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ გადასახადის სახეების და გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის დარგების მიხედვით რაიონების, ქალაქებისა და მხარეების ჭრილში;
დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საინფორმაციო-საანალიზო მასალების მოპოვება-დამუშავების ეფექტიან სისტემას.”
3. მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.
ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2004.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”“?
- „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”“ მიღებულია 28.01.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.117.006.335.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”“, №38, 28.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.006.335 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57544/