საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ

მიღების თარიღი 30.06.1992
ძალაში შესვლა 30.06.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №687
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000365
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, -, 30/06/1992
matsne.gov.ge 171 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.1992 მიღება
30.06.1992 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მ თ ა ვ რ ო ბ ა დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №687 1992 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას და შემდგომ წლებში გერმანელთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების შედეგად ამ ეროვნების წარმომადგენელთა უმეტესი ნაწილი იძულებული შეიქნა თავის გადარჩენის მიზნით დაეფარათ თავიანთი წარმომავლობა, რაც განხორციელდა იმ პერიოდში არსებული სააქტო ჩანაწერებისა და პასპორტების განადგურებითა და პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სხვა ეროვნების აღნიშვნით. ვინაიდან დღეისათვის მთლიანად განადგურებულია ზემოაღნიშნულ პირთა საარქივო მასალები და შეუძლებელია მათი ეროვნული კუთვნილების განსაზღვრა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს: 1. ნება დაერთოთ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ატარებენ გერმანულ გვარს, აღიდგინონ შესაბამისი ეროვნება, ამასთან, პირებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელიც გერმანელია, მიეცეთ უფლება აირჩიონ ერთ-ერთი მშობლის ეროვნება. 2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიტანონ ცვლილებანი შესაბამის დოკუმენტებში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის – პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                               გ. ბერიძე