1. თითოეული ხელშემკვრელი მხარეები წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების მესამე თვის პირველ დღეს. ეს შეთანხმება იმოქმედებს:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

3. ამ მუხლის დებულებებათა მიუხედავად, 24-ე მუხლის (ინფორმაციის გაცვლა) დებულებები იმოქმედებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, იმ საგადასახადო პერიოდის მიუხედავად, რომელსაც ეკუთვნის განსახილველი საკითხი.

4. „1999 წლის 5 ნოემბერს, ქ. ვარშავაში ხელმოწერილი პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება წყვეტს მოქმედებას წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, იმ შემოსავლებზე რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების თანახმა