„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
მიღების თარიღი 18.03.2022
ძალაში შესვლა 16.09.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №კატეგორია
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016723
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2023
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| კატეგორია | სესხის ვალუტაში წარმოდგენილი თანხების გადანაწილება |
| (1) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება - ტრანში 1 - ტრანში 2 - ტრანში 3 | EUR 19,800,000.00 EUR 9,900,000.00 EUR 9,900,000.00 |
| (2) ადმინისტრირების საკომისიო - ტრანში 1 - ტრანში 2 - ტრანში 3 | EUR 200,000.00 EUR 100,000.00 EUR 100,000.00 |
| ჯამი | EUR 40,000,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ სასესხო ხელშეკრულება (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
(თბილისის მეტროს პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
.
(საოპერაციო ნომერი 51145)
სასესხო შეთანხმება
(შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)
საქართველოსა
და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის
დათარიღებულია 2022 წლის 18 მარტი
სასესხო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებულია 2022 წლის 18 მარტით და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
პრეამბულა
ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით განსაზღვრულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;
ვინაიდან მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას განრიგ 1-ში აღწერილის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებას, ახალ მშენებლობას, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციასა და მასთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის შენობების ინფრასტრუქტურის დაფინანსებას;
ვინაიდან პროექტი განხორციელდება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის („პროექტის ორგანიზაცია“ როგორც განსაზღვრულია სტანდარტულ ვადებსა და პირობებში) მიერ მსესხებლის ფინანსური დახმარებით და ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის წინამდებარე თარიღისთვის გასაფორმებელი საპროექტო ხელშეკრულების შესაბამისად („პროექტის ხელშეკრულება“, როგორც ეს განსაზღვრულია სტანდარტული ვადებითა და პირობებით);
ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილის დაფინანსებისთვის;
ვინაიდან ბანკი თანახმაა გამოყოს 10,000,000 ევროს ოდენობის საგრანტო რესურსი მსესხებელის ფინანსურად დახმარებისათვის პროექტის განხორციელების მიზნით; ბანკსა და მსესხებელს შორის შეთანხმებაში („საგრანტო შეთანხმება“) გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად; და
ვინაიდან ბანკი თანახმაა, inter alia, საფუძველზე, გამოყოს მსესხებლისთვის 40,000,000 ევროს ოდენობის სესხი, იმ ვადებისა და პირობების საფუძველზე, რომელიც გაწერილია ან განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებაში და საპროექტო შეთანხმებაში, მითითებული თარიღით, პროექტის ორგანიზაციასა და ბანკს შორის.
შესაბამისად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ბანკის 2018 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული „სტანდარტული ვადებისა და პირობების“ ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული.
ნაწილი 1.02. განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული ტერმინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად მიეთითება ან კონტექსტი განსხვავებულ განმარტებას მოითხოვს, პრეამბულაში განსაზღვრული ტერმინები მითითებულის თანახმად განიმარტება; სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ მათთვის იქვე მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:
„მსესხებლის უფლებამოსილი
წარმომადგენელი“
გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან ფინანსთა მინისტრის მიერ წერილობითი ფორმით დანიშნულ სხვა პირს.
„სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“
გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ „სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს“.
„ფისკალური წელი“
გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი წლის 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს.
„სესხის თანხის გადაცემის ხელშეკრულება“
გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მსესხებელს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პროექტის ორგანიზაციას შორის, თანხების გადაცემას უსასყიდლოდ , თანახმად სასესხო შეთანხმებისა, და პროექტის იმპლემენტაციის მიზნებისთვის.
„პროექტის განმახორციელებელი
ერთეული PIU“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს, რომელიც მითითებულია პროექტის ხელშეკრულების 2.03 ნაწილში.
„სპეციალური ანგარიში“
გულისხმობს სპეციალური ანგარიშის ანაბარს მოხსენიებულს ნაწილში 2.03 და განრიგ 3-ში.
„სესხის 1-ლი ტრანში“
გულისხმობს ათვისებისთვის ხელმისაწვდომი სესხის მაქსიმალურ ძირითად თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ბ)(1) ნაწილში ან დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.
„სესხის მე-2 ტრანში“
გულისხმობს ათვისებისთვის არახელმისაწვდომი სესხის მაქსიმალურ ძირითად თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ბ)(2) ნაწილში ან დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.
„სესხის მე-3 ტრანში“
გულისხმობს ათვისებისთვის არახელმისაწვდომი სესხის მაქსიმალურ ძირითად თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ბ)(3) ნაწილში ან დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე ან ნაწილზე, ან განრიგზე მითითებას.
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
(ა) ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 40,000,000 ევრო.
(ბ) სესხი შედგება სამი შემდეგი ტრანშიდან:
1. ტრანში 1 – 20,000,000 ევროს ოდენობის სესხი;
2. ტრანში 2 – 10,000,000 ევროს ოდენობის სესხი; და
3. ტრანში 3 – 10,000,000 ევროს ოდენობის სესხი.
(გ) წინამდებარე შეთანხმებაში რაიმე ნაგულისხმები ან გამოხატული საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, სესხის მე-2 ტრანში და მე-3 ტრანში არასავალდებულოა და შესაბამისად EBRD-ს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება განახორციელოს სესხის მე-2 ტრანშის და სესხის მე-3 ტრანშის მიხედვით თანხის ჩამორიცხვა, თუ მან თავად პირველმა არ გადაწყვიტა თავისი აბსოლუტური შეხედულებისამებრ, რომ იგი მზად არის მე-2 ტრანშის სესხი და მე-3 ტრანშის სესხი ხელმისაწვდომი გახადოს ჩამორიცხვისათვის და ასეთი დადებითი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს მსესხებელს ასეთი დადებითი გადაწყვეტილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულის ზოგადობის შეზღუდვის გარეშე, მე-2 ტრანშის სესხის და მე-3 ტრანშის სესხის ხელმისაწვდომობა ასევე ექვემდებარება 5.03 ნაწილში მითითებულ პირობებს.
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
(ა) თანხის გამოთხოვის მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,000,000 ევროს.
(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური რაოდენობა შეადგენს 2,000,000 ევროს.
(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა არის 2,000,000 ევრო.
(დ) საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებია თითოეული წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი.
(ე) (1) მსესხებელმა სესხი უნდა დაფაროს 20 თანაბარ (ან თანაბართან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულ) ნაწილად წელიწადში ორჯერ, თითოეული წლის 15 აპრილს და 15 ოქტომბერს, და სესხის გადახდის პირველი თარიღი იქნება 2027 წლის 15 ოქტომბერს და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 2037 წლის 15 აპრილი.
(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს 2.02 (ე) ნაწილში მითითებული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02 (ვ) ნაწილში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის გადახდის პირველი თარიღის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ ვადას, თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწლების შესახებ.
(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი იქნება წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან მეხუთე წლისთავის თარიღი, ან მოგვიანებითი თარიღი, რომელიც ბანკს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაადგინოს და აცნობოს მსესხებელს.
(ზ) ვალდებულების საკომისიო წლიურად შეადგენს 0.5% და გაანგარიშებულია სესხის 1-ლი, მე-2 და მე-3 ტრანშების ხელმისაწვდომ თანხებზე. ვალდებულების საკომისიო, როგორც სესხის პირველი ტრანშის, და ასევე სესხის მე-2 ტრანშისა და სესხის მესამე ტრანშის ხელმისაწვდომ თანხებზე გადახდილი უნდა იყოს შესაბამისად თითოეული მათგანის პროცენტის გადახდის დღეს (მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს პროცენტი შესაძლოა არ იყოს გადასახდელი) სესხის 1 ტრანშისათვის მისი ძალაში შესვლის (ეფექტურობის გამოცხადების) თარიღის შემდეგ – პროცენტის გადახდის პირველ დღეს და სესხის მე-2 ტრანშისათვის მისი ხელმისაწვდომობის თარიღის შემდეგ – პირველი პროცენტის გადახდის დღეს“ და სესხის მე-3 ტრანშისათვის მისი ხელმისაწვდომობის თარიღის შემდეგ – პირველი პროცენტის გადახდის დღეს”;
(თ) სესხი ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს.
ნაწილი 2.03. სესხის თანხის ჩამორიცხვა და სპეციალური ანგარიში
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგ 2-ში მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯები, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დაფარვა და (2) ადმინისტრირების საკომისიო. ბანკი, მსესხებლის სახელით დააკავებს ადმინისტირების საკომისიოს 1-ლი ტრანშის ხელმისაწვდომი თანხიდან ეფეტუქრობის გამოცხადების დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში, და სესხის მე-2 ტრანშიდან, სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში და საკუთარ თავს გადაუხდის ადმინისტრირების ამგვარი საკომისიოს თანხას.
(ბ) მსესხებელი, პროექტის განხორციელების მიზნებისათვის, გახსნის და შეინარჩუნებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსთა სამინისტროს სესხის ვალუტაში დენომინირებულ სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშს, რომელიც იქნება მართული პროექტის ორგანიზაციის მიერ, ბანკისთვის მისაღები ვადებითა და პირობებით. თუ მსესხებელს სურს, და ბანკი დათანხმდება, შეასრულოს ჩამორიცხვები დეპოზიტზე დასადებად და განახორციელოს გადახდები სპეციალური ანგარიშიდან (2.03 (ა) ნაწილში გაწერილი ჩამორიცხვის ნაცვლად), ასეთი ჩამორიცხვა უნდა გაკეთდეს მე-3 განრიგის შესაბამისად.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები
სტანდარტული ვადების და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:
(ა) თანახმაა პროექტის ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სესხის თანხების გადაცემა ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(ბ) უზრუნველყოფს, რომ სესხის თანხების გადაცემის ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ორგანიზაციამ ისარგებლოს საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;
(გ) არ გაასხვისებს, თუ ბანკი სხვაგვარად არ მოითხოვს, შეცვლის, გააუქმებს ან მოხსნის თანხების გადაცემის ხელშეკრულების რომელიმე დებულებას;
(დ) ძალაში შეინარჩუნოს 2020 წლის 21 მაისს მიღებული კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ;
(ე) უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის, ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:
(1) საპროექტო ხელშეკრულების 2.03 ნაწილის დებულების მიხედვით, პროექტის განმახორციელებელი გუნდის დანიშვნა და ამოქმედება;
(2) საპროექტიო ხელშეკრულების 2.04 ნაწილის დებულების მიხედვით განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;
(3) საპროექტო ხელშეკრულების 2.05 ნაწილის დებულების მიხედვით განსაზღვრული გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხები;
(4) პროექტის განხორციელების მხარდასაჭერად კონსულტანტების დასაქმება და გამოყენება საპროექტო ხელშეკრულების 2.06 ნაწილის დებულების მიხედვით;
(5) საპროექტო ხელშეკრულების 2.07 ნაწილით განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;
(6) საპროექტო ხელშეკრულების 3.01 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად;
(7) საპროექტო ხელშეკრულების 3.02, 3.03 და 3.04 ნაწილებით განსაზღვრული პროექტისა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა;
(ვ) მიიღოს ან განახორციელოს ყველა დამატებითი მოქმედება, რომელიც საჭიროა სათანადო სახსრების უზრუნველსაყოფად პროექტის დასრულებისთვის; და
(ზ) მიიღოს ყველა ზომა, რომ სესხის სახსრები ექსკლუზიურად პროექტის განხორციელებისათვის იყოს გამოყენებული, განრიგი 1-ის შესაბამისად.
მუხლი IV – შეჩერება, დაჩქარება, გაუქმება
ნაწილი 4.01. შეჩერება
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.01(ა)(xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:
(1) მსესხებლის ტერიტორიაზე მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც გამოიყენება ენერგოეფექტურობის სექტორისთვის, შეცვლილია, შეჩერებულია, შეწყვეტილია, გაუქმებულია ან ანულირებულია იმგვარად, რაც არსებითად ან/და უარყოფითად იმოქმედებს პროექტის განხორციელებაზე;
(2) წესდებები, როგორც ეს განსაზღვრულია პროექტის ხელშეკრულებაში, უნდა შეიცვალოს, შეჩერდეს, შეწყდეს, ანულირდეს ან გაუქმდეს, თუ ასეთი ცვლილებები არ შეესაბამება ამ შეთანხმების რომელიმე დებულებას ან შეიძლება შეაფერხოს პროექტის ორგანიზაციის შესაძლებლობა შეასრულოს წინამდებარე შეთანხმების პირობები.
(3) პროექტის ორგანიზაციის კონტროლი გადაცემულია მხარეზე, გარდა მსესხებლისა.
(4) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო სესხის თანხების გადაცემის ხელშეკრულების მიერ დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება;
(5) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო საგრანტო შეთანხმებით დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულება.
(ბ) ბანკს შეუძლია მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებით გააუქმოს სესხის მე-2 ტრანში და სესხის მე-3 ტრანში იმ ნებისმიერ დრომდე, სანამ ბანკს არ შეუტყობინებია მსესხებელისათვის, რომ სესხის მე-2 ტრანში და სესხის მე-3 ტრანში ხელმისაწვდომია ასათვისებლად 2.01 (გ) ნაწილის მიხედვით.
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკითხები:
ა) ნაწილში 4.01 განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენა მომხდარია და უცვლელად გრძელდება ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ბანკის მიერ მსესხებლისათვის შეტყობინების მიღებიდან.
ნაწილი 4.03. გაუქმება
თუკი ნებისმიერ დროს ბანკი დაადგენს, რომ სპეციალური ანგარიშიდან გადახდა ან ამ ანგარიშის ნებისმიერი გამოყენება განხორციელდა მე-3 განრიგის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და განსაზღვრავს სესხის თანხის ოდენობას, რომელსაც შეეხო ბოროტად გამოყენება, ბანკს შეუძლია გაფრთხილების საფუძველზე, მსესხებელს, შეუწყვიტოს უფლება, ჩამორიცხოს ამ თანხის შესაბამისი ოდენობა. ამგვარი შეტყობინების მიღების შემდეგ, სესხის ამ ოდენობის თანხა გაუქმდება.
მუხლი V – ძალაში შესვლა (ეფექტურობა)
ნაწილი 5.01. წინაპირობები ძალაში შესვლისათვის
სტანდარტული ვადების და პირობების 9.02(გ) ნაწილში განსაზღვრული საკითხების მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილი განისაზღვრება, როგორც დამატებითი წინაპირობები წინამდებარე შეთანხმებისა და საპროექტო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის:
(ა) მსესხებლის მიერ საგრანტო შეთანხმებისა და პროექტის ორგანიზაციის მიერ საპროექტო ხელშეკრულების შესრულება სათანადო უფლებამოსილებითა და რატიფიცირებით იქნა მიღებული ყველა საჭირო სამთავრობო, კორპორატიული და ადმინისტრაციული მოქმედებით;
(ბ) სესხის თანხის გადაცემის ხელშეკრულება და გრანტის თანხის გადაცემის ხელშეკრულება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, მისი ძალაში შესვლის (ეფექტურობის) ან თანხების გამოთხოვაზე პროექტის ორგანიზაციის უფლების ამოქმედების ყველა წინაპირობა, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის (ეფექტურობის) გარდა შესრულებულია;
(გ) პროექტის განმახორციელებელი ერთეული, როგორც განსაზღვრულია საპროექტო ხელშეკრულებით, დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადო რესურსებით და მდგრადი კვალიფიციური პერსონალით, ბანკისთვის მისაღები სამუშაო პირობებით.
ნაწილი 5.02. წინაპირობები სესხის თანხის პირველი ჩამორიცხვისთვის
ამ ხელშეკრულების მიხედვით პირველი ჩამორიცხვისთვის დამატებითი პირობები მდგომარეობს შემდეგში:
(ა) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი კონსულტანტი, როგორც ეს განსაზღვრულია საპროექტო ხელშეკრულებაში, დასაქმდეს პროექტის ორგანიზაციის მიერ და ამგვარი ტექნიკური თანამშრომლობის დაფინანსების შესაბამისი ნაწილი უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ორგანიზაციის მიერ.
ნაწილი 5.03. წინაპირობები სესხის მე-2 და მე-3 ტრანშის ხელმისაწვდომობისათვის
EBRD-ს ვალდებულება, შესაბამისად სესხის მე-2 ტრანშისა და სესხის მე-3 ტრანშის, პირველი ჩამორიცხვის შესრულებაზე ექვემდებარება EBRD– ს მიერ წერილობით შეტყობინებას სესხის მე-2 ტრანშის და სესხის მე-3 ტრანშის ხელმისაწვდომობის შესახებ, 2.01 (გ) ნაწილის შესაბამისად და შემდეგი წინაპირობების წინასწარი შესრულებით ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, ან ბანკის შეხედულებისამებრ, მათი სრული სახით ან ნაწილობრივ გაუქმებით ან პირობებზე დაქვემდებარებით ან უპირობოდ:
(ა) საჯარო შენობების საბოლოო შერჩევა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საჯარო შენობების წინასწარ შერჩეული ნუსხიდან) შესაბამისად სესხის მე-2 ტრანშისა და სესხის მე-3 ტრანშის რესურსებით დასაფინანსებლად, საპროექტო ხელშეკრულების განრიგი 1-ით განსაზღვრული უფლებამოსილების კრიტერიუმების შესაბამისად, მოხდა პროექტის ორგანიზაციის მიერ და დამტკიცდა ბანკის მიერ, წინააღმდეგობის არარსებობის (No Objection-ის) საფუძველზე.
ნაწილი 5.04. სამართლებრივი დასკვნები
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის, იურიდიული პირის დასკვნა ან დასკვნები უნდა გასცეს იუსტიციის სამინისტრომ მსესხებლის სახელით; და
(ბ) სესხის თანხის გადაცემის ხელშეკრულებაზე სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით (ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და არსებით) უნდა გაიცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ და ქვემოთ მითითებული განსაზღვრულია, როგორც დამატებითი საკითხები, რომელიც შეტანილი უნდა იყოს ბანკისთვის წარსადგენ დასკვნაში ან დასკვნებში:
(1) სესხის თანხის გადაცემის ხელშეკრულება სათანადოდ უფლებამოსილი და მიწოდებულია მსესხებლის სახელით ფინანსთა სამინისტროს მიერ და წარმოადგენს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.
(გ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, იურიდიული პირის დასკვნა ან დასკვნები უნდა გამოიცეს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ პროექტის ორგანიზაციის სახელით და ქვემოთ მითითებული განსაზღვრულია, როგორც დამატებითი საკითხები, რომელიც შეტანილი უნდა იყოს ბანკისთვის წარსადგენ დასკვნაში ან დასკვნებში:
(1) სესხის თანხის გადაცემის ხელშეკრულება სათანადოდ უფლებამოსილი და მიწოდებულია პროექტის ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს პროექტის ორგანიზაციის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.
ნაწილი 5.05. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
ფინანსთა სამინისტრო,
გორგასლის ქ. N16,
0114, თბილისი
საქართველო
ადრესატი: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
ელფოსტა: publicdebt@mof.ge
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი N1,
ლონდონი, EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრირების დეპარტამენტი
ელფოსტა: OAD@ebrd.com
ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, რომელიც უნდა გაიგზავნოს თბილისში, საქართველოში ზემოთ, პირველად მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი
თანამდებობა: რეგიონული დირექტორი, კავკასიის ხელმძღვანელი
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
1. პროექტი მიზნად ისახავს. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების შენობების ენერგოეფექტურობის განახლებას, ახალ მშენებლობას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას და მასთან დაკავშირებული შენობების ენერგოეფექტურობის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას;
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:
(i) საჯარო სკოლების შენობების და მათთან დაკავშირებული შენობების ენერგოეფექტურობის ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია და
(ii) დაკავშირებული მომსახურება.
3. დასაფინანსებელი საჯარო შენობების ჩამონათვალს განსაზღვრავს (წინასწარ შეარჩევს) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან მისი უფლებამონაცვლე, საპროექტო შეთანხმების განრიგ 1-ში მოცემული შენობების შერჩევის ინდიკატური კრიტერიუმების შესაბამისად. საჯარო შენობების წინასწარ შერჩეული ნუსხა უნდა მიეწოდოს პროექტის ორგანიზაციას მისი განხილვისა და შემოთავაზებული საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
4. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2027 წლის 31 იანვარი.
განრიგი 2 – კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვა
1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.
2. მიუხედავად ზემოაღნიშნული 1-ლი პუნქტის დებულებისა, არ მიიღება ჩამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება:
(ა) სასესხო შეთანხმების თარიღამდე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით; და
(ბ) კატეგორია (1)-ის ხარჯებთან დაკავშირებით, სანამ ბანკი არ მიიღებს და არ დაამტკიცებს გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმას.
3. (1) კატეგორიის ხარჯები თანადაფინანსებულია საგრანტო დაფინანსებით და სესხის დაფინანსებით, როგორც ეს განსაზღვრულია საგრანტო შეთანხმებით, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული ოდენობითა და პროპორციით.
განრიგი 2-ის დანართი
კატეგორია
სესხის ვალუტაში წარმოდგენილი თანხების გადანაწილება
ხარჯების პროცენტული ნაწილი
(1) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება
- ტრანში 1
- ტრანში 2
- ტრანში 3
EUR 19,800,000.00
EUR 9,900,000.00
EUR 9,900,000.00
საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით
(2) ადმინისტრირების საკომისიო
- ტრანში 1
- ტრანში 2
- ტრანში 3
EUR 200,000.00
EUR 100,000.00
EUR 100,000.00
100%
ჯამი
EUR 40,000,000
განრიგი 3 – სპეციალური ანგარიში
1. ამ განრიგის მიზნებისათვის, შემდეგ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
„უფლებამოსილი კატეგორია”
გულისხმობს კატეგორიებს 1 და 2.
„დასაშვები ხარჯები“
გულისხმობს ხარჯებს პროექტისათვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ღირებულების გათვალისწინებით, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის შემოსავლებიდან და რომლებიც დროდადრო გამოიყოფა შესაბამის კატეგორიაში, მე-2 განრიგის დებულებების მიხედვით.
„სპეციალური ანგარიში მაქსიმალური ბალანსი“
გულისხმობს თანხას, რომელიც ტოლია 4,000,000.
„სპეციალური ანგარიშის მინიმალური ჩამორიცხვის თანხა“
გულისხმობს თანხას, რომელიც 2,000,000-ის ტოლია.
2. (ა) სპეციალური ანგარიშიდან გადახდა განხორციელდება ექსკლუზიურად დასაშვები ხარჯებისთვის ამ განრიგის დებულებების შესაბამისად.
(ბ) სპეციალური ანგარიში ექვემდებარება დამოუკიდებელ აუდიტს ნებისმიერ დროს, როგორც ამას მოითხოვს EBRD, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც სპეციალურ ანგარიშზე პირველი ჩარიცხვის თარიღიდან.
(გ) სპეციალური ანგარიშის ნებისმიერი დამოუკიდებელი აუდიტი უნდა ჩატარდეს EBRD-ისთვის მისაღები დამოუკიდებელი აუდიტორებისგან შემდგარი ფირმის მიერ და EBRD-ისთვის მისაღები სამუშაო პირობებით და ამ განრიგის დებულებებით შეაფასებს სპეციალურ ანფარიშზე გადახდების შესაბამისობას.
3. მას შემდეგ, რაც ბანკი მიიღებს მისთვის დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას, რომ სპეციალური ანგარიში ჯეროვნად გაიხსნა ბანკისთვის მისაღები ვადებისა და პირობების შესაბამისად, მათ შორის შესაბამისი დაცვა ჩამორთმევის, შეტევისა და მიმაგრებისგან, მსესხებელს შეუძლია ჩამოირიცხოს ხელმისაწვდომი თანხიდან და შეიტანოს სპეციალურ ანგარიშის დეპოზიტზე საწყისი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სპეციალური ანგარიშის მაქსიმალურ ბალანსს და არ უნდა იყოს ნაკლები სპეციალური ანგარიშის მინიმალური თანხისა.
4. ამის შემდგომ, მსესხებელს ან მსესხებელს პროექტის ორგანიზაციის მეშვეობით, შეუძლია ჩამოირიცხოს დამატებითი თანხები ხელმისაწვდომი თანხიდან და გადაიტანოს ასეთი თანხები სპეციალური ანგარიშის დეპოზიტზე, რაც ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ მე-6 პუნქტში მითითებულ შეზღუდვებს და აკმაყოფილებს თითოეული მოთხოვნილი ჩამორიცხვისთვის შემდეგ პირობებს:
(ა) ყოველი ასეთი შევსებისთვის მსესხებელმა ან მსესხებელმა პროექტის ორგანიზაციის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ბანკს დამაკმაყოფილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სპეციალური ანგარიშის ანგარიშები, რომელიც მომზადებულია ბანკისთვის მისაღები დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, დამოწმებული პროექტის ორგანიზაციის ფინანსურ საკითხებზე პასუხისმეგებელი მთავარი პირის მიერ, რათა აღრიცხოს მსესხებლის მიერ (ან სპეციალური ანგარიშის ბანკის მიერ მსესხებლის სახელით) სპეციალური ანგარიშიდან განხორციელებული ყველა გადახდები მას შემდეგ, რაც წინა დეპოზიტი განხორციელდა და ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა მტკიცებულება, სპეციალური ანგარიშიდან გადახდილი თანხები სწორად გამოყენებების დასასაბუთებლად.
(ბ) მას შემდეგ რაც ჩამორიცხვის მოთხოვნა და ჩამორიცხული თანხის სპეციალურ ანგარიშზე განთავსება მოხდება, სპეციალური ანგარიშის ბალანსი არ უნდა აღემატებოდეს „სპეციალური ანგარიშის მაქსიმალური ჩამორცხვის ბალანსს“.
(გ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი დროდადრო შეიძლება დათანხმდეს, სპეციალური ანგარიშის დეპოზიტზე განთავსებისათვის მოთხოვნილი ჩამორიცხვა არ უნდა იყოს ნაკლები „სპეციალური ანგარიშის მინიმალური ჩამორიცხვის თანხისა“.
5. ზემოაღნიშნულის მე-4 ნაწილის (ა) პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გარეშე, მსესხებელმა პროექტის ორგანიზაციის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამას ბანკი გონივრულად მოითხოვს, საბუთი სპეციალური ანგარიშის ნაშთისა და სხვა დეტალების შესახებ, მათ შორის ამონაწერი და სხვა დოკუმენტები და მტკიცებულება, როგორც შესაძლოა ბანკმა გონივრულად მოითხოვოს, იმის საჩვენებლად, რომ სპეციალური ანგარიშიდან განხორციელებული გადახდები ამ განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შესრულდა.
6. მიუხედავად ამ განრიგის მე-4 პუნქტის დებულებებისა, მსესხებელი, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, არ გამოყოფს სახსრებს სპეციალური ანგარიშიდან დეპონირებისთვის:
(ა) თუ ბანკმა ნებისმიერ დროს დაადგინა, რომ ყველა შემდგომი გადახდა უნდა განხორციელდეს 2.03 (ა) ნაწილის შესაბამისად; ან
(ბ) როდესაც შესაფერისი კატეგორიებისთვის გამოყოფილი ხელმისაწვდომი თანხა ორჯერ მეტი იქნება სპეციალური ანგარიშის მაქსიმალური ბალანსის თანხისა.
შემდგომად ამისა, უფლებამოსილი კატეგორიებისთვის გამოყოფილი თანხები უნდა მიჰყვეს ისეთ პროცედურებს, რომლებიც ბანკმა შეიძლება მსესხებლისათვის შეტყობინების საფუძველზე განსაზღვროს. ამგვარი შემდგომი ჩამორიცხვები მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, რომ სპეციალური ანგარიშის დეპოზიტზე განთავსებული მთელი დარჩენილი თანხები გამოყენებული იქნება შესაბამისი „დასაშვები ხარჯების“ გადახდისთვის.
7. თუ ბანკი გადაწყვეტს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გადახდა, ნებისმიერი გამოყენებისთვის სპეციალური ანგარიშიდან:
(ა) შესრულებული იყო იმ ხარჯისათვის ან იმ ოდენობით, რომელიც არ არის დაშვებული ამ განრიგის მე-2 ნაწილის მიხედვით; ან
(ბ) არ იყო გამართლებული ბანკისთვის წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით;
ამ შემთხვევაში ბანკმა შეიძლება მოთხოვოს მსესხებელს:
(1) უზრუნველყოს ისეთი დამატებითი მტკიცებულებები, როგორც ამას ბანკი მოითხოვს; ან / და
(2) განათავსოს სპეციალურ ანგარიშის დეპოზიტზე (ან, თუ ბანკი ამას ითხოვს, ბანკს დაუბრუნოს) თანხა, რომელიც ტოლია ამგვარი გადახდის ოდენობისა ან მისი ნაწილისა, რომელიც არ არის დასაშვები ან დასაბუთებული.
იმ შემთხვევაში, თუ ბანკი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ზემოაღნიშნულ (ა) ან (ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღარ მოხდება ჩამორიცხვა, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, სპეციალურ ანგარიშზე მანამ, სანამ მსესხებელი (A) სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხავს ან ბანკს გადაუხდის თანხის ოდენობას, რომელიც ტოლია (ან მისი ნაწილია) ამგვარი გადახდილი თანხის ოდენობისა, რომელიც დადგენილია, რომ არ იყო დაშვებული ან გამართლებული, ან (B) ბანკს მიეწოდა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი დამატებითი მტკიცებულება, რომ თანხა გამოყოფილი სპეციალური ანგარიშიდან სწორად იქნა გამოყენებული.
8. თუ:
(ა) ბანკი ნებისმიერ დროს განსაზღვრავს, რომ სპეციალური ანგარიშის აუთვისებელი თანხა აღარ არის საჭირო შემდგომი გადახდებისათვის დასაშვები ხარჯების დასაფარად; ან
(ბ) ბანკი მსესხებელს დაავალდებულებს დაუბრუნოს ბანკს თანხა მე-7 (2) პუნქტის შესაბამისად;
ამ შემთხვევაში მსესხებელი ბანკის შეტყობინებისთანავე დაუყოვნებლივ ვალდებულია, წინასწარ გადაუხადოს ბანკს ამ თანხის ოდენობის სესხის ნაწილი. ამ მიზნით მოთხოვნა, რომ სესხის დაფარვები უნდა მოხდეს პროცენტის გადახდის თარიღებზე უნდა შეწყდეს, ქვემოაღნიშნული მე-10 პუნქტის მიხედვით.
9. მსესხებელს შეუძლია წინასწარ აცნობოს ბანკს სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.07 (ა) ნაწილის შესაბამისად, წინასწარ გადაიხადოს პროცენტის გადახდის თარიღზე, სპეციალურ ანგარიშზე დეპონირებული თანხების მთელი ან ნებისმიერი ნაწილი.
10. ნებისმიერი წინასწარ გადახდა, მე-8 ან მე-9 პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.07 ნაწილის შესაბამისად; ამასთან, გათვალისწინებულია, რომ (ა) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.07 (c) (i) (A) განყოფილების მიუხედავად, ამგვარი თანხის გადახდა არ ექვემდებარება წინასწარი გადახდის მინიმალურ თანხას, და (ბ) ნებისმიერი წინასწარი გადახდა, რომელიც შესრულებულია, პროცენტის გადახდის თარიღისაგან განსხვავებული თარიღით ექვემდებარება პირობების შეცვლის საკომისიოს გადახდას სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.10 პუნქტის შესაბამისად. ნებისმიერი წინასწარი გადახდა მე-8 ან მე-9 პუნქტების მიხედვით, გამოიყენება ბანკის მიერ სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.07 (გ) (ii) ნაწილის შესაბამისად.