„2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1058
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016721
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

„2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“

შესრულებული ვერსია

(საოპერაციო ნომერი 51438)

                                                                                                            

2020 წლის 13 ივლისის სასესხო შეთანხმების

 

1 ცვლილების შეთანხმება

 

(ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)

 

 

საქართველოსა

და

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

შორის


 

დათარიღებული: 2022 წლის 13 აპრილით

 

2020 წლის 13 ივლისის სასესხო შეთანხმების

1 ცვლილების შეთანხმება

წინამდებარე ცვლილების შეთანხმება დათარიღებული 2022 წლის 13 აპრილით (შემდგომში №1 ცვლილების შეთანხმება),  ფორმდება

1. საქართველოსა  (შემდგომში მსესხებელი) და

2. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, შეთანხმებით დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციას (შემდგომში EBRD), შორის.

ვინაიდან:

(ა) მსესხებელმა 2020 წლის 13 ივლისს EBRD-თან გააფორმა სასესხო შეთანხმება (თავდაპირველი შეთანხმება), რომლის მიხედვითაც, EBRD დათანხმდა სესხი გამოეყო მსესხებლისათვის 5,000,000 ევროს (ხუთი მილიონი ევრო) ოდენობით (სესხი), თავდაპირველი შეთანხმების დებულებების თანახმად;

(ბ) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა („პროექტის ორგანიზაცია), საჯარო სამართლის იურიდიული პირმა, რომელიც სრულად ეკუთვნის მსესხებელს, 2020 წლის 13 ივლისს ხელი მოაწერა საპროექტო შეთანხმებას EBRD-თან („საპროექტო შეთანხმება), რომლის მიხედვითაც პროექტის ორგანიზაცია თანახმაა განახორციელოს პროექტი საპროექტო შეთანხმების პირობების შესაბამისად, რომელშიც შედის ცვლილება ამ №1 ცვლილების შეთანხმების ხელმოწერის თარიღში ან აღნიშნულ თარიღთან მიახლოებულ დროს, საპროექტო შეთანხმებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად („საპროექტო შეთანხმების  №1 ცვლილების შეთანხმება“).

(გ) პროექტს ახორციელებს პროექტის ორგანიზაცია და თითოეული ბენეფიციარი; და

(დ) მსესხებელსა და EBRD-ს სურთ ცვლილებები შეიტანონ თავდაპირველ შეთანხმებაში ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი I - სტანდარტული პირობები, განმარტებები

ნაწილი 1.01. სტანდარტული პირობების გათვალისწინება

ბანკის 2018 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული სტანდარტული პირობების ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ დოკუმენტში იქნებოდა განსაზღვრული.

ნაწილი 1.02. განმარტებები

წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულის ჩათვლით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარადაა მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, პრეამბულაში განმარტებულ ტერმინებს აქვთ შესაბამისი, იქ მინიჭებული მნიშვნელობა; თავდაპირველ შეთანხმებაში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ შესაბამისი, იქ მინიჭებული მნიშვნელობა, სტანდარტულ პირობებში განსაზღვრული ტერმინებს აქვთ შესაბამისი, იქ მინიჭებული მნიშვნელობა, ხოლო ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

„ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როცა ეს №1 ცვლილების შეთანხმება ძალაში შევა 3.01 ნაწილის შესაბამისად.

ნაწილი 1.03. განმარტება

წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს უშუალოდ №1 ცვლილების შეთანხმების ამგვარ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითებას, თუ სხვაგვარად არ არის სადმე განმარტებული №1 ცვლილების შეთანხმებაში.

მუხლი II – ცვლილებები

ნაწილი 2.01. ცვლილება და უწყვეტობა

(ა) ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან და მას შემდეგ, თავდაპირველი შეთანხმება იცვლება ამ №1 ცვლილების შეთანხმების განრიგში 1 ჩამოთვლილი ცვლილებების მიხედვით.

(ბ) თავდაპირველი შეთანხმების დებულებები, გარდა წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებებისა, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.

 

მუხლი III – ძალაში შესვლა

ნაწილი 3.01. ძალაში შესვლის თარიღი

(ა) გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი და მსესხებელი სხვაგვარად შეთანხმდებიან, წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება შევა ძალაში იმ თარიღში, როცა ბანკი მსესხებელს გაუგზავნის შეტყობინებას, ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების თაობაზე ან უარყოფის თაობაზე, რომ წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება მსესხებლის სახელით შესრულებულ და მიწოდებულ იქნა, რაც არის სათანადოდ უფლებამოსილი ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და კორპორაციული ქმედებით („ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი“).

(ბ) თუ ცვლილება 2022 წლის 31 ოქტომბრამდე არ შევიდა ძალაში, წინამდებარე №1  ცვლილების შეთანხმება შეწყდება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

ზემოთხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებას ზემოთ პირველად მითითებულ თარიღზე. 

საქართველო

 

ხელმომწერი:     

სახელი, გვარი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა:    ფინანსთა მინისტრი

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 

ხელმომწერი:

სახელი, გვარი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი

თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი

 

განრიგი 1

ცვლილებები თავდაპირველ შეთანხმებაში

თავდაპირველი შეთანხმება იცვლება შემდეგნაირად:

(ა) თავდაპირველი შეთანხმების ნაწილში 1.02 მოცემული ბენეფიციარების განმარტება შეიცვლება შემდეგნაირად:

„ბენეფიციარები“ ნიშნავს (ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტს („მუნიციპალიტეტი“), (ბ) იურიდიულ პირს, რომელიც უნდა დაფუძნდეს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალური მომსახურების გამწევი) მიერ ქალაქში მუნიციპალური მომსახურების გაწევის მიზნით და (გ) შპს „ემ თი ეი“.

(ბ) ახალი განმარტება დაემატება თავდაპირველი სასესხო შეთანხმების ნაწილს 1.02 შემდეგნაირად:

„შპს „ემ თი ეი“ ნიშნავს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“, კომპანია, რომელიც მთლიანად ეკუთვნის მსესხებელს.

(გ) განრიგი 1-ის მე-3 პუნქტი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„3. პროექტი სავარაუდოდ დასრულდება 2024 წლის 31 დეკემბრისთვის.

(დ) განრიგი 2-ის დანართი გადაიხედება და შეიცვლება შემდეგი ტექსტით:

 

განრიგი 2-ის დანართი

  • ადმინისტრირების საკომისიო
  • კატეგორია

    სესხის ვალუტაში გამოყოფილი სესხის ოდენობა

    ხარჯების დასაფინანსებელი პროცენტული ნაწილი

    (1) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება ნაწილისთვის A

     

    - სპეციალიზებული მანქანები

     

     

     

     

     

    3,966,800

     

     

     

    შეთანხმების ღირებულების 100%-მდე გადასახადების გარეშე

    - ავტობუსები

    983,200

    შეთანხმების ღირებულების 100%-მდე გადასახადების გარეშე

    50,000

    100%

    ჯამი

    5,000,000