საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №910
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.017400
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2023
matsne.gov.ge 937 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.03.2020 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 29.11.2021 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.12.2017 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 08.01.2018 სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 27.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №910 2023 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და 29-ე მუხლის, აგრეთვე, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომ – შშმ პირები) უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის, ასევე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაკენ მიმართული შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეიქმნას სათათბირო ორგანო – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო (შემდგომ – საკონსულტაციო საბჭო). 2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  3. დამტკიცდეს საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება.  4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. საკონსულტაციო საბჭოს მიზანი და ამოცანები 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო (შემდგომ – საკონსულტაციო საბჭო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომ – შშმ პირები) უფლებების დაცვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის, ასევე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაკენ მიმართული შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ სამინისტროს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 2. საკონსულტაციო საბჭოს ამოცანებია: ა) შშმ პირთა თემთან მუდმივი კონსულტაციების წარმართვა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ სამინისტროს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა; გ) შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ სამინისტროს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მომზადებასთან, განხორციელებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; დ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებანი 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და წინადადებები: ა) შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ სამინისტროს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით; ბ) შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ სამინისტროს ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსახორციელებელ აქტივობებზე; გ) შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ სამინისტროს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგზე; დ) შშმ პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. 2. საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია, საჯარო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 3. საკონსულტაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული წინადადებები წარედგინება საქართველოს იუსტიციის მინისტრს. მუხლი 3🔗. საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები არიან: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე, ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ პირია) წარმომადგენელი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი/აქტივისტი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციის (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე, ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ ქალია) წარმომადგენელი; დ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი; ე) 18 წელს მიღწეული მხარდაჭერის მიმღები პირი ან/და მისი მხარდამჭერი; ვ) შშმ ბავშვთა მშობელთა ორგანიზაციის წარმომადგენელი; ზ) შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი; თ) შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მუხლი 4🔗. საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრობის კრიტერიუმები 1. საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინდივიდი/აქტივისტი – პირი, რომელსაც აქვს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რაც უნდა დასტურდებოდეს მის მიერ წარმოდგენილი მასალებით (მომზადებული დოკუმენტები ან/და გაფორმებული ხელშეკრულებები, ვიდეოჩანაწერები, ფოტომასალა და სხვა); ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციის, მათ შორის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციის, წარმომადგენელი (ექსპერტი) – პირი, რომლის ორგანიზაცია რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და აქვს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რაც უნდა დასტურდებოდეს მის მიერ წარმოდგენილი მასალებით (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, განხორციელებული აქტივობების ანგარიში ან/და გამოცემული პუბლიკაციები, ვიდეოჩანაწერები და ფოტომასალა და სხვა); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (ექსპერტი) – პირი, რომელსაც აქვს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რაც უნდა დასტურდებოდეს მის მიერ წარმოდგენილი მასალებით (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, მომზადებული დოკუმენტები ან/და გაფორმებული ხელშეკრულებები, ვიდეოჩანაწერები, ფოტომასალა და სხვა). 2. საკონსულტაციო საბჭოში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით შშმ პირთა თემის წარმომადგენლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაეგზავნებათ მოწვევა რეგისტრაციის შესაბამის ფორმასთან ერთად (დანართი №1 – რეგისტრაციის ფორმა ფიზიკური პირებისთვის, დანართი №2 – რეგისტრაციის ფორმა იურიდიული პირებისთვის). 3. საკონსულტაციო საბჭოს წევრად მოწვევისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატის გამოცდილება და რეპუტაცია. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებს. მუხლი 5🔗. საკონსულტაციო საბჭოს შეკრების პერიოდულობა და გადაწყვეტილების მიღება 1. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება არანაკლებ წელიწადში ორჯერ. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა. 2. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 3. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – საბჭოს სამდივნოს (სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) ხელმძღვანელი. 4. საბჭოს წევრებს წინასწარ ეცნობებათ სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. 5. საბჭო გადაწყვტილებას იღებს კონსენსუსის შედეგად. მუხლი 6🔗. საკონსულტაციო საბჭოს სამდივნო 1. საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს (შემდგომ – სამდივნო) ფუნქციას ასრულებს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. 2. სამდივნო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება; ბ) საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებისა და მუშაობის კოორდინირება, შეხვედრის დღის წესრიგის შედგენა, გავრცელება და დაარქივება; გ) საკონსულტაციო საბჭოს ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა; დ) საკონსულტაციო საბჭოს მანდატის ფარგლებში მოსამზადებელი დოკუმენტების შემუშავება და საკონსულტაციო საბჭოსთვის წარდგენა; ე) საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ადმინისტრირება და დოკუმენტირება.