⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.08.2010)
გაუქმებულია:

“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის დარღვევისათვის სანქცირების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 10.02.2004
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.17.014.006.340
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 13/02/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 711 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2004 მიღება
04.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის დარღვევისათვის სანქცირების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Arial;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h4 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; text-align:justify; text-indent:.25in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.17.014.006.340 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №38 2004 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის დარღვევისათვის სანქციების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიერ აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში, სანქციების განსაზღვრისა და დადების მიზნით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისათვის სანქციების განსაზღვრის წესი”. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცემული ზემოხსენებული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მიხეილ ჯიბუტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისათვის სანქციების განსაზღვრის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი შემუშავებულია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი”) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად, აღნიშნული კანონისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომისია”) მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებზე (შემდგომში – „რეგისტრატორი”). 3. წინამდებარე წესი არეგულირებს საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში სანქციების განსაზღვრისა და დადების წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წინამდებარე წესის მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ კანონით და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.     მუხლი 3🔗. საბროკერო კომპანიის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციები 1. საბროკერო კომპანიის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია: ა) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრ(ებ)ს მისცეს მიწერილობა და დაუწესოს ვადა, რომელშიც უნდა აღმოიფხვრას გამოვლენილი დარღვევა; ბ) საბროკერო კომპანიას დროებით შეუჩეროს ლიცენზიის მოქმედება და მიუთითოს, რომ ამავე ვადაში უნდა აღმოიფხვრას გამოვლენილი დარღვევა; წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის შეჩერება გააგრძელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) მოსთხოვოს საბროკერო კომპანიას, მუდმივი ან დროებითი ვადით თანამდებობიდან გაათავისუფლოს საბროკერო კომპანიის მართვაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი.     მუხლი 4🔗. რეგისტრატორის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციები 1. რეგისტრატორის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია: ა) რეგისტრატორის მმართველი ორგანოს წევრ(ებ)ს მისცეს მიწერილობა და დაუწესოს ვადა, რომელშიც უნდა აღმოიფხვრას გამოვლენილი დარღვევა; ბ) მოსთხოვოს რეგისტრატორს, მუდმივი ან დროებითი ვადით თანამდებობიდან გაათავისუფლოს რეგისტრატორის მართვაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი.     მუხლი 5🔗. დარღვევის გამოვლენა და სანქციის დადება 1. საბროკერო კომპანიის ან/და რეგისტრატორის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგებების შესახებ, მათ შორის: მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს პერიოდულად, კომისიის 2003 წლის 5 თებერვლის №31 დადგენილებით დამტკიცებული „შემოწმების წესით” განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. 2. შემოწმების შედეგად კანონის დარღვევის შემთხვევ(ებ)ის გამოვლენისას დამრღვევისათვის სანქციის დადების საკითხი განიხილება კომისიის მიერ წინამდებარე წესითა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.