“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.11.106.006.341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 15/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.341

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №136

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნე №81 05.08.03) დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებაში” (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-11 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) კოორდინაციას უწევს აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს საქმიანობას”.

ბ) მე-12 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) კოორდინაციას უწევს დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს, სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს, სტატისტიკის, ანალიზისა და საფინანსო სამმართველოს, კანცელარიას და დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეების საქმიანობას”.

გ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;

ბ) დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;

გ) სტატისტიკის, ანალიზისა და საფინანსო სამმართველო;

დ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველო;

ე) კანცელარია.

დ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლი;

ე) 181 მუხლის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.02.2004.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 11.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №136. სარეგისტრაციო კოდი — 100.110.000.11.106.006.341.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, №136, 11.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.341 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57568/