ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 22.03.2023
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-69. 6923081001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.128.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-69.6923081001
2023 წლის 22 მარტი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
მუხლი 1🔗. განხორციელდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება №2.1 – 2.70 დანართის სახით მოცემული სიტუაციური რუკების და დანართი №1-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით.
მუხლი 2🔗. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება გაეგზავნოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე „www.kharagaulinews.gov.ge“.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7).
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე