“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.11.106.006.342
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 15/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.342

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №137

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნე №6, 2001წ.) დამტკიცებულ თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი:

“2 ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ბიუროს სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.”

გ) მე-14 მუხლის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“დ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო ბიუროს მოადგილეების საქმიანობას;

დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ 1. ბიუროს უფროსის მოადგილე:

ა) აკონტროლებს გადაწყეტილებათა აღსრულების მიმდინარეობას მტკვრის მარჯვენა ან მარცხენა სანაპიროზე;

ბ) ასრულებს ბიუროს უფროსის ცალკეულ დავალებებს;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.

2. ბიუროს უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია ბიუროს უფროსის წინაშე.

3. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.”

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.02.2004.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 11.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №137. სარეგისტრაციო კოდი — 100.110.000.11.106.006.342.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, №137, 11.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.342 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57574/