მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016527
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ონის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2023 წლის 23 მარტი
ქ.მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე
დანართი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის მიერ (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების (შემდგომში – მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შესრულების კონტროლის წესი
1. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
2. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოჰყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნას ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნას გადაღების თარიღი და შედგენილ იქნას დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რის შემდგომაც გამოიცემა ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გამოსცემს ბრძანებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.