ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2023
matsne.gov.ge 517 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2023 მიღება
01.04.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.04.2023 აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.03.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.03.2023 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.04.2023 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.04.2023

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2023 წლის 24 მარტი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 აპრილიდან.ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი დანართი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში - მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს. 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის წესი 1. სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა. 2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მიერ შეჩერებული იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან. 3. სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას. 5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნას ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნას გადაღების თარიღი და შედგენილ იქნას დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი. 6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე. 7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შესაბამის აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება. 9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, სამსახური გამოსცემს აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.