საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ<sup>1</sup>“ და „ბ<sup>2</sup>“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე

მიღების თარიღი 27.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017674
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2023
matsne.gov.ge 382 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2023 მიღება
01.04.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 29.12.2014 შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია“, შპს „გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ და შპს „ახალი ქართული გიმნაზია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 82% 15.07.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 21.10.2025 დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონი 79% 17.05.2017 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ (1) გადახდასთან მიბმული ინდიკატორი 1: მთავრობის მიერ თანხების ხარჯვის ეფექტიანობის გაუმჯობესება შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური მექანიზმების დამტკიცებისა და განხორციელების მეშვეობით   151,981,595 ევრო 79% 30.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1“ და „ბ​2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №101 2023 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1“ და „ბ​2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის  მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 114​4 მუხლის 1​1 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1“ და „ბ​2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე (შემდგომში – ორგანიზაციები) გავრცელების მიზნით, ორგანიზაციები ეტაპობრივად გადაყვანილ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე და კომერციული ბანკების ანგარიშებიდან მათი თანხები გადატანილ იქნეს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, ამ ბრძანების შესაბამისად. მუხლი 2🔗 სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე ორგანიზაციების გადაყვანისა და კომერციული ბანკების ანგარიშებიდან მათი თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის რიგითობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, აგრეთვე მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების საფუძველზე. მუხლი 3🔗 ორგანიზაციებმა, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები (გარდა ამ ბრძანების მე-4 მუხლში მითითებული ანგარიშებისა) და ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე. მუხლი 4🔗 ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა განხორციელდეს აღნიშნული  საბანკო გარანტიების, სესხების, აკრედიტივების და ვადიანი დეპოზიტების ვადის ამოწურვის შემდეგ. მუხლი 5🔗 ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების  ფინანსური ოპერაციები, ასევე ოპერაციები უცხოური ვალუტით და დეპოზიტებით, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიანი ანგარიშის გამოყენებით. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე. მუხლი 6🔗 სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიზნით, ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად. მუხლი 7🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი