მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016508
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 704 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2023 მიღება
01.04.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.03.2023 ხულოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.03.2023 მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.03.2023 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.03.2023 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2023 წლის 24 მარტი ქ. ბორჯომი მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების მოქმედება  საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ვრცელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურსა და სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურზე მათ მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  კონტროლის განსახორციელებლად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი დანართი მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის ასევე სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურების მიერ 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესს. 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ მასში მითითებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის წესი 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური, ასევე  სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური, ასევე  სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახურისა და  სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან. 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური და სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური  ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურებში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში  მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას. 5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებული შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნას დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი. 6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს ხელს აწერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული თანამშრომელი, ხოლო სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს ხელს აწერს სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე. 7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება. 9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური, ხოლო სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახურების ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.