„იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 აგვისტოს №442 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
140120000.22.034.017348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №20

2023 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 აგვისტოს №442 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2016, 140120000.22.034.016560) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორი;

ბ.ბ) უბნის ინსპექტორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური