,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 11.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №18/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.356
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 13/02/2004
matsne.gov.ge 953 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:40.5pt 42.55pt 14.2pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.304 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №18/2004 2004 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 . დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე. მუხლი 2🔗 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7​ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი ინსტრუქცია ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე 1. ცესკოს მიერ დამტკიცებული ამომრჩევლის მოწმობის ფორმები ცესკოს მიერ ამ ინსტრუქციის მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. იმის გამო, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალური ბეჭდის გამოყენების უფლება ენიჭება მხოლოდ კენჭისყრის დღეს, რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლის მოწმობის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამოწმებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოდან მიღებულ ფორმებს ადასტურებენ საოლქო კომისიის ბეჭდით, რის შემდეგაც, ფორმების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საოლქო კომისიები ამომრჩევლის მოწმობის ფორმებს ანაწილებენ საუბნო საარჩევნო კომისიებს შორის. 2. ამომრჩეველთა მოწმობების ნუმერაციას ახდენს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამ მოწმობების გაცემისას. მოწმობები ინომრება თანამიმდევრობით; ნომრის პირველი 2 ციფრი აღნიშნავს საარჩევნო ოლქის ნომერს, მომდევნო ორი საარჩევნო უბნის ნომერს, ხოლო უკანასკნელი 2 ციფრი შეესაბამება უშუალოდ ამომრჩევლის მოწმობის ნომერს მისი გაცემის რიგის მიხედვით. 3. ამომრჩევლის მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ ამომრჩეველზე, რომელიც ცხოვრობს სოფელში, თემსა თუ დაბაში და არ გააჩნია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ჩამონათვალიდან ერთ-ერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ამომრჩეველთა სიაში გაერთიანებისა და ხმის მიცემისათვის. სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ცხოვრების ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით საკომლო წიგნიდან, რომელიც დამოწმდება ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოს ბეჭდით. თუკი სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე გახსნილია ერთზე მეტი საარჩევნო უბანი, მაშინ ზემოთ აღნიშნულ ცნობაში (ამონაწერში) მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცხოვრობს ამომრჩეველი. 4. საუბნო საარჩევნო კომისია ამოწმებს, არის თუ არა შეტანილი ამომრჩევლის მოწმობის მომთხოვნი ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში. თუკი ამომრჩეველი შეყვანილია საარჩევნო სიაში, მაგრამ არ არის მითითებული მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა ან/და ნომერი, საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველზე გასცემს ამომრჩევლის მოწმობას, ხოლო საარჩევნო სიის იმ გრაფაში, სადაც მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი, აკეთებს აღნიშვნას „ამომრჩევლის მოწმობა" და უთითებს ამომრჩევლის მოწმობის ნომერს. 5. იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში, საუბნო საარჩევნო კომისია გასცემს ამომრჩეველზე ამომრჩევლის მოწმობას, რის შემდეგაც ახდენს მის სიაში შეყვანას ამ ინსტრუქციის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით. 6. თუკი ამომრჩეველი შეყვანილია ერთ-ერთ სიაში და, ასევე, სიაში მისი ვინაობის გასწვრივ მითითებულია დოკუმენტის ნომერი, ამომრჩევლის მოწმობის გაცემის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ახდენს შესწორებას ამომრჩეველთა სიაში, სადაც ნაცვლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრისა, აკეთებს აღნიშვნას: „ამომრჩევლის მოწმობა" და უთითებს გაცემული ამომრჩევლის მოწმობის ნომერს. 7. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის მოწმობის გაცემის ფაქტს ასახავს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც მიუთითებს საკომლო წიგნიდან ამონაწერის ნომერს, რომლის საფუძველზეც მოხდა ამომრჩევლის მოწმობის გაცემა. 8. ამომრჩევლის მოწმობის გაცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვა დასაშვებია როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა. კომისია ასეთ განცხადებას განიხილავს იმავე დღეს, საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით (საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესით, ღია სხდომაზე) და პასუხს აცნობებს განმცხადებელს. ზემოთ აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიები დაუყოვნებლივ აცნობებენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებზეც გაცემულია ამომრჩევლის მოწმობა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ცესკოს. 9. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ბიულეტენების გაცემისას, იმ ამომრჩეველს, რომელზეც გაიცემა ბიულეტენი, ჩამოართმევს ამომრჩევლის მოწმობას. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისია ერთმანეთს ადარებს ამომრჩევლებისათვის ჩამორთმეული ამომრჩევლის მოწმობათა და ამომრჩეველთა სიებში შესაბამისი ხელმოწერების რაოდენობას და შედარების შედეგებს ასახავს ჩანაწერთა წიგნში. 10. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ამომრჩევლის მოწმობები საკომლო წიგნიდან ამონაწერებთან ერთად ითვლება, ილუქება დადგენილი წესით და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. 11. ამომრჩეველთა მოწმობები და საკომლო წიგნიდან ამონაწერები საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ინახება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან (გასაჩივრების ვადებისა და სასამართლო პროცესების დასრულების ჩათვლით) 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება მათი განადგურება.