1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

3.საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრებისათვის პერსონალურად გამოიყოფა ადგილები, აგრეთვე ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები ფრაქციების, მერის, საკრებულოს აპარატის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.

4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა.

5. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობ