ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016618
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2023 წლის 29 მარტი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მულის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის №2484-Xრს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში „წესი“) არეგულირებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 1 აპრილიდან მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლის განხორციელების სამართლებრივ პროცედურებს.
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება (შემდგომ „განყოფილება“) ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მისი შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
2. განყოფილება ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, სადაც აისახება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იქნება შეჩერებული.
3. მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების მიზნით გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე (მოხელეები).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ, შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები (გადაღების თარიღის მითითებით) და შედგეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული მშენებლობის გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და ხელმოწერილ იქნეს ყველა შესაბამისი საჯარო მოსამსახურის მიერ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებლობის შემთხვევაში დათვალიერების ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად უნდა წარედგინოს სამართალდამრღვევს. ამასთან, დათვალიერების ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერის არარსებობამ არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, განყოფილება იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას და ადგენს შესაბამის აქტს. შემოწმების აქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, განყოფილება ვალდებულია განახორციელოს ობიექტის შემოწმება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პერიოდულობით.
9. თუ პირი, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, კვლავ ჩაიდენს ასეთ ქმედებას, მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საგამოძიებო ორგანოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3601 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე.
10. თუ ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ აღმოიფხვრა მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერების საფუძველი, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ობიექტის მიმართ აღარ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმების ვალდებულება.