სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 552308717
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2023
matsne.gov.ge 353 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 28.09.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 28.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-55. 552308717 2023 წლის 28 მარტი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის   სოფელ ძველი ანაგის    გეოგრაფიული  ობიექტების ( ქუჩების) სახელდების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა  და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023  წლის 8 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის ქუჩების სახელდება  მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის  შესაბამისად (დანართი №1). 1. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას  განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება. 2.  დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად. 3.  ეს განკარგულება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე    დავით ჯანიკაშვილი დანართი №1  სოფელი ძველი ანაგა: № 1 - ქუჩას ეწოდოს ერეკლე II-ის  ქუჩა; № 21 - ქუჩას ეწოდოს ამაღლების ქუჩა; № 22 - ქუჩას ეწოდოს კახეთის ქუჩა; № 23 - ქუჩას ეწოდოს კამბეჩოვანის  ქუჩა; № 24 - ქუჩას ეწოდოს ნიკო ფიროსმანის  ქუჩა; № 25 - ქუჩას ეწოდოს ხორნაბუჯის  ქუჩა; № 26 - ქუჩას ეწოდოს იოანე ნათლისმცემლის ქუჩა; №10- ქუჩას ეწოდოს ქიზიყის  ქუჩა; №11 - ქუჩას ეწოდოს იროდიონ ევდოშვილის ქუჩა; №12  - ქუჩას ეწოდოს  ფანიანის ქუჩა; №13 - ქუჩას ეწოდოს იაკობ გოგებაშვილის ქუჩა; №14 - ქუჩას ეწოდოს წმინდა გიორგის  ქუჩა; №15  - ქუჩას ეწოდოს ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა; №16 -  ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა; №17 - ქუჩას ეწოდოს დავით გარეჯელის ქუჩა; №18 - ქუჩას ეწოდოს 9 აპრილის  ქუჩა; №19 - ქუჩას ეწოდოს შირაქის ქუჩა; №2 - ქუჩას ეწოდოს პოეტების  ქუჩა; №20 - ქუჩას ეწოდოს ღარწყლის ქუჩა; №3 - ქუჩას ეწოდოს ქედლის ქუჩა; №14 - ქუჩას ეწოდოს კავკასიონის ქუჩა; №5 - ქუჩას ეწოდოს ალაზნის ქუჩა; №7 - ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის  ქუჩა; №8 - ქუჩას ეწოდოს სამაჩაბლოს ქუჩა.