„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016561
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 29 მარტი

ქ. გურჯაანი

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 სექტემბრის  №32  დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 07/09/2016 010250050.35.166.016284)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საბჭოს ამოცანები

საბჭოს ამოცანებია:

1. სამოქმედო გეგმების  შექმნა და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2. სამოქმედო გეგმების განხორციელებაზე ზედამხედველობა და შესრულებული საქმიანობების შეფასება ყოველი წლის ბოლოს.

3. სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული საქმიანობის შეფასების ანგარიშის წარდგენა მერისა  და საკრებულოს წინაშე.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მონიტორინგი და შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პერსპექტივიდან.

5. სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.

6. ადრეული განვითარების ხელშეწყობა.

7. წინადადებების შემუშავება შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თაობაზე.

8. დისკრიმინაციის დაუშვებლობა პროგრამების შემუშავების პროცესში.

9. საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნის მომზადება.

10. მერიის მიერ გამოცხადებული ყველა სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების პროცეში ჩართვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინების მიზნით.

11. სპორტი და პარაოლიმპიადა.

12. სტატისტიკა.

13. დონორი ორგანიზაციების ჩართვა;“.

2. დადგენილების  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილება

1. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთნება:

ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;

გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;

დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;

ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;

თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;

 ი) შშმ პირებთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

კ) შშმ პირებთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;

ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა;

მ) შშმ პირებთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამების თუ ღონისძიებების ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;

ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.

3. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

3. დადგენილების  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება არანაკლებ 15 წევრისაგან.

2. საბჭოს თავმდჯომარეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე.

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს გურჯაანის  მუნიციპალიტეტის მერი.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  სამსახურის   უფროსი. თავმდჯომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის და მოადგილის  გარდა, შედიან:

ა)  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების პროფესიული საჯარო მოხელეები;

ბ)  გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი;

გ) ა(ა)იპ „გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების“ თანამშრომელი;

დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წარმომადგენლები;

ე) შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ვ) სხვა პირი (შშმ პირი, შშმ პირის მშობელი, სპეციალისტი, ან სხვა);  

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის  პროფესიული საჯარო მოხელე.

7 . საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.

9. საბჭოს უფლება აქვს  მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან  გამომდინარე,  სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.

10. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“.

4. დადგენილებიდან ამოღებულ იქნას დადგენილების  მე-7 მუხლი;

5. დადგენილების  მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. საბჭოს სხდომები

1. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდასაორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი           ასეთი  წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.

5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.

6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.“.

6. ადგენილების  მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ინფორმაციის გავრცელება

საბჭოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლების ჩართვის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის გავრცელება დაევალოს საბჭოს სამდივნოს. აღნიშნული ფუნქციის შესრულების მიზნით, სამდივნომ ინფორმაცია მიაწოდოს დღის ცენტრის წარმოამდგენლებსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელებს.

მუხლი 15. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილების სახით) მერის წარდგინების საფუძველზე იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი