აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2023
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2023 წლის 30 მარტი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (შემდგომში – მერია) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში – მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტი) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის წესი
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურმა (შემდგომში – სამსახური) არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
მერია ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის სამსახურში გამოჰყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს სამსახურში დასაქმებული პირების მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და ხელი მოეწეროს სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ადმინისტრაციული წარმოების მასალებს წარუდგენს მერს, რომელიც იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობის თაობაზე, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.