მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.03.2023
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ონის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2023 წლის 30 მარტი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში – მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ, ამ აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის წესი
1. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
2. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებული იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე ასევე დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს დადგენილებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.