⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.07.2023)
გაუქმებულია:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
ძალის დაკარგვა 11.07.2023
გამომცემი ორგანო N
ნომერი №N
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016502
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,944 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2023 მიღება
01.04.2023 ძალაში შესვლა
11.07.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
17 18
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N გაცემის თარიღი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული  პასუხისმგებელი პირი /______________________________________/
გვარი სახელი
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2023 წლის 31 მარტი დაბა ასპინძა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების, საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, მისი გამოყენების, შევსების,  წარმოების და აღრიცხვის წესი დანართი 1-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად; მუხლი 3🔗 დამტკიცდეს  სააღსრულებო  ფურცლის ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად; მუხლი 4🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  ჩამოწერის  აქტის ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად; მუხლი 5🔗 დამტკიცდეს აღრიცხვის   ჟურნალის ფორმა (ნაწილი I და ნაწილი II), დანართი 5-ის შესაბამისად; მუხლი 6🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დარღვევების მიმართ, რომელზეც  არ გამოიწერება საჯარიმო ქვითარი) დანართი 6-ის შესაბამისად; მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების,  წარმოების და აღრიცხვის წესის შესახებ მუხლი 1🔗. წესის გამოცემის საფუძველი და რეგულირების სფერო ეს წესი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  ადგენს ასპინძის   მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამსახურების და უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობებს, თვითმმართველი ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევების წარმოებისას, საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენების,შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესს.  მუხლი 2🔗. წესის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი 1. ასპინძის   მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამსახურების და უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობები, სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისა და საჯარიმო ქვითრის ან/და  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, განსაზღვრულია საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მეათე თავის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების საფუძველზე. 2. საკითხები, რომელიც არ წესრიგდება  ამ წესით და აუცილებლობა წარმოიშობა მათი გადაჭრის, მოწესრიგდება საქართველოს  მომქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი გაცემა და აღრიცხვა 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საჯარიმო ქვითარიას ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას, რეგისტრაციას და გაცემას  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  N1-1/345 ბრძანების   შესაბამისად. 2. სტამბური წესით დაბეჭდილი საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემისათვის ჩაბარებული  აქვს მერის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღრიცხვის  ჟურნალში ასახავს გაცემა - მიღებას შესაბამის ნუმერაციით, კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების   შევსება და წარმოება 1. საქართველოს კანონით  ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ  საქმეებს განიხილავენ, საჯარიმო ქვითარს ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ავსებენ და  სახდელს  განსაზღვრავენ, ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, მერიის სტრუქტურული ერთეულები ან/და უფლებამოსილი პირები. 2.  საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი 2 –საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ და ერთი ეგზემპლარი  ყუასთან ერთად, ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც კეთდება სათანადო ჩანაწერი. დანარჩენი ეგზემპლარი  რჩება უფლებამოსილ პირთან და ინახება შესაბამის სამსახურში. 4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსება  ხდება მასში მითითებული პუნქტების შესაბამისად. 5. საჯარიმო ქვითარი ან/დაადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას, სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში. 6. საჯარიმო ქვითარს ავსებს უფლებამოსილი პირი და ადასტურებს ხელმოწერით. ასევე ხელს აწერენ სამართალდამრღვევი, მოწმეები ან სხვა პირები (არსებობის შემთხვევაში). 7. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემვსები უფლებამოსილი პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 8. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად. 9. საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით და ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით და დეტალურად. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც შემვსები უფლებამოსილი პირი, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 10. საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა 1.  გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული  სამართალდარღვევათა   ოქმი  ექვემდებარება ჩამოწერას: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ)  ფიზიკური დაზიანების გამო. 2. საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გამოსაყენებლად უვარგისია ჩამოიწერება  აქტის საფუძველზე, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე მითითებული ნუმერაცია. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗.  საჯარიმო ქვითრის ან/დაადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია  საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეუძლია შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად   გაასაჩივროს ასპინძის მუნიციპალიტეტის  მერთან. 2. საჩივარს, დადგენილი წესით განიხილავს  მერის მიერ შექმნილი სამუშაო  ჯგუფი და ამზადებს შესაბამის   სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელსაც ხელის მოსაწერად წარუდგენს მერს. მერი ხელს აწერს ან მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს უკან. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის   შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​​1 მუხლით დადგენილი წესით  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების    აღსრულებას. მუხლი 7🔗.  ჯარიმის გადახდა  და ვადები 1. სამართალდამრღვევმა პირმა, საჯარიმო ქვირთის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან  30-დღის  ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს   კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების  დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით არ გადახდის შემთხვევაში მოხდება მისი იძულებით აღსრულება. აღსრულებისათვის, ასპინძის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ,  გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ  პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 8🔗. ამ წესის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების  განხორცილებისათვის გამოსაყენებელი ფორმები 1. საქართველოს კანონით ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“თ დადგენილი ნორმების  შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევების წარმოებისათვის  გამოიყენება შემდეგი ფორმები: ა) საჯარიმო ქვითრი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) სააღსრულებო  ფურცლის ფორმა; გ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო   ქვითრის – ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა ოქმის –ჩამოწერის  აქტი; დ) აღრიცხვის   ჟურნალი: ნაწილი I – საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  გაცემა-მიღება; ნაწილი II – დაბრუნებული  (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დარღვევების მიმართ, რომელზეც  არ გამოიწერება საჯარიმო ქვითარი).  დანართი №2 საჯარიმო ქვითარი ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერია ნაწილი I.                                                     საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000 ბ.ა. 1. შედგენის თარიღი _______________    2. შედგენის ადგილი _______________                          (რიცხვი, თვე, წელი)                           3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:__________________________   _________________________________________________________________________________ 4. დამრღვევის მონაცემები: ____________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);   _________________________________________________________________________________________        _________________________________________________________________________________________ იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5.სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _______________________________________ ___________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ 6.1.  პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________მუხლის _________ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას __________ ლარის ოდენობით. 6.2.  პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ____________ მუხლის __________ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას __________ ლარის ოდენობით. 7.  ___________________________________________________________________________________ მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები 8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ.   _________________________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 9. მიმღები მოლარე: __________                                  ___________________________                                                (ხელმოწერა და თარიღი)                        საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:   მოწმის ხელმოწერა: ________________                      ოქმის შემდგენლის ხელმოწერა_______________ სამართალდამრღვევი: _______________________________________________________________                         (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)                         ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა № 000000 (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1. ________________________________      (გადამხდელის სახელი და გვარი) 2. ________________________________  (გადამხდელის მისამართი) 3. ________________________________       (ჯარიმის ოდენობა) 4.1  __________________________________ ______________________________________ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) 4.2 ___________________________________ (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი) 5. ____________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. _________________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე ___________________                               (ხელმოწერა) 8. შემომტანი_____________________                                       (ხელმოწერა)  ბ.ა. თარიღი __________________________                         (რიცხვი, თვე, წელი)    საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო  დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10 - დღიანი ვადის  შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი:   ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია                                        დამამზადებელი: _________________ მისამართი:    დ. ასპინძა, მეფე თამარი ქ. N3                                                რეგისტრაციის  N _________________ დანართი 3 სააღსრულებო ფურცელი ---------------------------------  ს/ფ                                                                     -----------------------------------------                                                                                                                                                                       სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი საქმე № -                                                           ასპინძის  მუნიციპალიტეტის  მერია __________________________________________________________________________________________ (სააღსრულების ფურცლის გამცემი) სააღსრულებო ფურცელი გაიცა: მიმართ: ____________________________________________________________________________________ (დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ; იურიდიული პირის შემთხვევაში სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) ____________________________________________________________________________________________________ (სამართალდამრღვევის   იურიდიული   და   ფაქტობრივი    მისამართი) _________________________________________________________________________________ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეობა   დეტალურად   და ობიექტის მისამართი) ______________________________________________________   (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის /დადგენილების  სრული დასახელება) აქტის /დადგენილების   გამოტანის თარიღი____________________________________________ აქტის /დადგენილების  კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი_______________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________                              (სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები) კრედიტორი:  ________________________________________________________________________ (დასახელება  და  რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) მოვალე:          ________________________________________________________________________                                                     (დასახელება  და  რეკვიზიტები) ხელმომწერი პირი:   --------------------------------------------- დანართი 4 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო   ქვითრის ან/და   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი № ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული  პასუხისმგებელი პირი  _____    ______________     20__ წელი N საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის -  დასახელება და  ნომერი ჩამოწერის მიზეზი ჩამოსაწერი საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რაოდენობა შენიშვნა 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - ჩამოწერის სისწორეს. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის – საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  შედგენაზე პასუხისმგებელი პირი      /______________________________________/ საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი      /______________________________________/ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული  პასუხისმგებელი პირი      /______________________________________/ დანართი №5 აღრიცხვის ღურნალი ნაწილი I საჯარიმო ქვითრის  ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის  აღრიცხვის ჟურნალი N გაცემის თარიღი საჯა რიმო ქვითარი ან/და ოქმი N საჯარიმო ქვითრის ან/და ოქმის გამცემი საჯარიმო ქვითრის ან/და ოქმის მიმღები               შედგენილი ოქმები გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა საჯარიმ ქვითრის ან/და ოქმის    N გვარი სახელი თანამ დებობა ხელმოწ ერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 ნაწილი II დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი საჯარიმო ქვითრის ან/და ოქმის N გვარი სახელი თანამდებობა შენიშვნა 17 18 19 20 21 22 23 დანართი №6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  №         /__________/                                                                                          სერია    000000  „______“   ________________  20    წ. 1. ___________________________________________________________________________________ (ოქმის შედგენის ადგილი) 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ______________________________________სამსახურის                                                                                       (სამსახურის დასახელება) _____________________________________________________________________________________________ (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი ) 3. ___________________________________________________________________________________ (დარღვევის ჩადენის ადგილი) 4.____________________________________________________________________________________________ (მონაცემები დამრღვევის შესახებ) _____________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის დრო და არსი) 5. ___________________________________________________________________________________ (ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის)  6. მოწმეთა და დაზარალებულთა (მათი არსებობის შემთხვევაში) გვარები და მისამართები: ________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 7. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ______________________________________________________ _____________________________________________________________________________________ 8. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ________________________________________ ___________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ 9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს განემარტა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. 10. ოქმის შემდგენლის ხელმოწერა _____________________________________________________ 11. სამართალდამრღვევის ხელმოწერა__________________________________________________ 12. ოქმი ჩავიბარე (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)___________________________________ 13. მოწმეთა ხელმოწერები: 1. _______________________ 2. ________________________________ 14. დაზარალებულთა ხემოწერები: 1. ________________________ 2. ________________________ 15. ოქმის შემდგენლის აღნიშვნა სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში: __________________________________________________________________ დამკვეთი: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: _______________________ რეგისტრაციის N