ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მიღების თარიღი 30.03.2023
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.156.016479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | ქალაქი დმანისი |
| 2 | დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორიები |
| 3 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები |
| 4 | სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის |
| 5 | ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით |
| № | ტერიტორია |
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 18.01.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2023 წლის 30 მარტი
ქ. დმანისი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“, „ჰ2“ პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა
1
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
20
2
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
16
3
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
4
სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის
82
5
ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით
41
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია:
№
ტერიტორია
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი
(ლარი)
1
ქალაქი დმანისი
0.24
1
0.24
2
დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორიები
0.24
0.50
0.12
მუხლი 2🔗
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 3000 კვ.-მდე;
გ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 50 კვ/მ-მდე.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, www.matsne.gov.ge, 23/01/2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016120).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი