„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
230.010.000.11.117.006.371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 26/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.371

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №71

2004 წლის 19 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1 

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით (სსმ III, 2002 წლის სექტემბერი №92. მუხ.824) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„9. საბაჟოს უფროსის მოადგილეებს, მთავარ ბუჰხალტერს, განყოფილებათა უფროსებს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს საბაჟოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე“.

2.  დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.   საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;

ბ) საბაჟო გაფორმების განყოფილება;

გ) საბაჟო საგუშაგოები;

დ) საფინანსო საბუღალტრო განყოფილება;

ე) ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილება;

ვ) ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილება;

ზ) საქმისწარმოების განყოფილება;

თ) სამეურნეო ნაწილი.”

3. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.   საბაჟო გაფორმების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება; საბაჟო რეჟიმების რეგულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება; სამოქმედო ტერიტორიაზე საბიუჯეტო შემოსავლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.”.

4.  ამოღებულ იქნეს დებულების მე-16 მუხლი.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერიდან 45 დღის შემდეგ.

ზ. ნოღაიდელი

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.02.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 19.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №71. სარეგისტრაციო კოდი — 230.010.000.11.117.006.371.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №71, 19.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.371 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57658/