გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016550
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2023
matsne.gov.ge 543 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2023 მიღება
01.04.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.03.2023 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.03.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.03.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის“ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2023 წლის 30 მარტი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 29/12/2022, 330090000.05.001.020771) მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 აპრილიდან.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური დანართი გარდაბნის  მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მიღების შემდეგ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი)  არეგულირებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ, 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესს. 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მიღების შემდეგ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის წესი 1. მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა. 2.  მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ,  შეჩერებული იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან. 3.  მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას. 5.   ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილი იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი. 6.   დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის   შესაბამისი საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე. 7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექციის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის თაობაზე, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით, განახორციელოს ობიექტის შემოწმება. 9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მუნიციპალური ინსპექციის სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის  ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ