სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 552308714
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2023
matsne.gov.ge 418 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 28.09.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 28.09.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 28.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-55.552308714 2023 წლის 28 მარტი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ქვემო მაღაროს  გეოგრაფიული  ობიექტების ( ქუჩების) სახელდების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართელობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა  და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023  წლის 08 თებერვლის სხდომის  გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:      1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ  ქვემო მაღაროს    ქუჩების სახელდება  მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუქის  შესაბამისად (დანართი №1). 2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას  განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება. 3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად. 4. ეს განკარგულება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         დავით ჯანიკაშვილი                                                                                                              დანართი №1 სოფელი ქვემო მაღარო: №9  – ქუჩას ეწოდოს სოლომონ დოდაშვილის  ქუჩა; №10  – ქუჩას ეწოდოს  ქიზიყის ქუჩა; №11  – ქუჩას ეწოდოს სულხან-საბა ორბელიანის   ქუჩა; №12 – ქუჩას ეწოდოს   ქუჩა; №14  – ქუჩას ეწოდოს  ჰერეთის  ქუჩა; №15  – ქუჩას ეწოდოს  ვახტანგ გორგასლის ქუჩა; № 16 – ქუჩას ეწოდოს  აკაკი წერეთლის  ქუჩა; № 18 – ქუჩას ეწოდოს სტეფანე ჭრელაშვილის  ქუჩა (დ.27 დეკემბერი 1857, სოფ.მაღარო – 1917, თბილისი – ქართველი პუბლიცისტი); № 19 – ქუჩას ეწოდოს  ხევის უბნის  ქუჩა; №20  – ქუჩას ეწოდოს ღვინის  ქუჩა; № 21 – ქუჩას ეწოდოს ვაჟა -  ფშაველას  ქუჩა; №22 – ქუჩას ეწოდოს წმინდა გიორგის    ქუჩა; № 23 – ქუჩას ეწოდოს კელმეჩურის  ქუჩა; №24  – ქუჩას ეწოდოს  ლერი მირაშვილის ქუჩა; №25  – ქუჩას ეწოდოს დავით გარეჯელის   ქუჩა; №26  – ქუჩას ეწოდოს  სამაჩაბლოს   ქუჩა; №27  – ქუჩას ეწოდოს შოთა რუსთაველის   ქუჩა; №28  – ქუჩას ეწოდოს  ნიკო ფიროსმანის ქუჩა; №29  – ქუჩას ეწოდოს გაიოზ რექტორის  ქუჩა (დ.1746, სოფ.მაღარო, 20 თებერვალი,1821, ასტრახანი) ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი); №30  – ქუჩას ეწოდოს   გია გოდერძიშვილის ქუჩა (აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი); №31  – ქუჩას ეწოდოს  300 არაგველის  ქუჩა; №32  – ქუჩას ეწოდოს  ვასო გოძიაშვილის  ქუჩა; №33  – ქუჩას ეწოდოს  ილია ჭავჭავაძის   ქუჩა; №34  – ქუჩას ეწოდოს   გალაქტიონ ტაბიძის  ქუჩა; №35  – ქუჩას ეწოდოს  ჰამლეტ გონაშვილის   ქუჩა; №36  – ქუჩას ეწოდოს  ერეკლე II  ქუჩა; №38  – ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის   ქუჩა; №39  – ქუჩას ეწოდოს იოსებ ნონეშვილის  ქუჩა; №40 – ქუჩას ეწოდოს   ლადო გუდიაშვილის  ქუჩა.