სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №გ-55.552308714
2023 წლის 28 მარტი
ქ. სიღნაღი
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს ქუჩების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუქის შესაბამისად (დანართი №1).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი
დანართი №1
სოფელი ქვემო მაღარო:
№9 – ქუჩას ეწოდოს სოლომონ დოდაშვილის ქუჩა;
№10 – ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა;
№11 – ქუჩას ეწოდოს სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა;
№12 – ქუჩას ეწოდოს ქუჩა;
№14 – ქუჩას ეწოდოს ჰერეთის ქუჩა;
№15 – ქუჩას ეწოდოს ვახტანგ გორგასლის ქუჩა;
№ 16 – ქუჩას ეწოდოს აკაკი წერეთლის ქუჩა;
№ 18 – ქუჩას ეწოდოს სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა (დ.27 დეკემბერი 1857, სოფ.მაღარო – 1917, თბილისი – ქართველი პუბლიცისტი);
№ 19 – ქუჩას ეწოდოს ხევის უბნის ქუჩა;
№20 – ქუჩას ეწოდოს ღვინის ქუჩა;
№ 21 – ქუჩას ეწოდოს ვაჟა - ფშაველას ქუჩა;
№22 – ქუჩას ეწოდოს წმინდა გიორგის ქუჩა;
№ 23 – ქუჩას ეწოდოს კელმეჩურის ქუჩა;
№24 – ქუჩას ეწოდოს ლერი მირაშვილის ქუჩა;
№25 – ქუჩას ეწოდოს დავით გარეჯელის ქუჩა;
№26 – ქუჩას ეწოდოს სამაჩაბლოს ქუჩა;
№27 – ქუჩას ეწოდოს შოთა რუსთაველის ქუჩა;
№28 – ქუჩას ეწოდოს ნიკო ფიროსმანის ქუჩა;
№29 – ქუჩას ეწოდოს გაიოზ რექტორის ქუჩა (დ.1746, სოფ.მაღარო, 20 თებერვალი,1821, ასტრახანი) ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი);
№30 – ქუჩას ეწოდოს გია გოდერძიშვილის ქუჩა (აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი);
№31 – ქუჩას ეწოდოს 300 არაგველის ქუჩა;
№32 – ქუჩას ეწოდოს ვასო გოძიაშვილის ქუჩა;
№33 – ქუჩას ეწოდოს ილია ჭავჭავაძის ქუჩა;
№34 – ქუჩას ეწოდოს გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა;
№35 – ქუჩას ეწოდოს ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა;
№36 – ქუჩას ეწოდოს ერეკლე II ქუჩა;
№38 – ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა;
№39 – ქუჩას ეწოდოს იოსებ ნონეშვილის ქუჩა;
№40 – ქუჩას ეწოდოს ლადო გუდიაშვილის ქუჩა.