მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016484
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2023
matsne.gov.ge 501 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2023 მიღება
01.04.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.03.2023 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.03.2023 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.03.2023 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.03.2023 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 04.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2023 წლის 31 მარტი ქ. დუშეთი მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მშენებლობის შეჩერების თაობაზე  დუშეთის მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 აპრილიდან.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური დანართი მშენებლობის შეჩერების თაობაზე  დუშეთის მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „მშენებლობის შეჩერების თაობაზე  დუშეთის მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ბრძანების (შემდგომში – მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს. 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შესრულების კონტროლის წესი 1. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა. 2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან. 3. სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას. 5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი. 6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე. 7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური იწყებს  სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის თაობაზე, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება. 9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ . 10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.