„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016466
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 31 მარტი

ქ. ბაღდათი

 

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.01.2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016459)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლი  (18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება. პროგრამული კოდი 060213) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახებისა და მარტოხელა მშობლების დახმარება. პროგრამული კოდი 060213.

1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტსი მცხოვრები 0-დან 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვების (და რომელთაც 2023 წელს შეუსრულდათ 18 წელი) ოჯახები და მარტოხელა მშობლები.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე – 250 ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) დახმარების მიმღების (მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობა;

ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობები;

გ) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობა ან მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-14 მუხლი (მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება. პროგრამული კოდი 060214)  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. შინმოვლისა და შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. პროგრამული კოდი 060214.

შინმოვლის და პერსონალური ასისტენტის მომსახურება არის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების მიწოდების საპილოტე პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის კონკრეტულ გეოგრაფიულ არიალზე (სოფ. ფერსათი, სოფ. პირველი ობჩა, სოფ. მეორე ობჩა, სოფ. ზეგანი და ქალაქი ბაღდათი) ხორციელდება. პროექტს ასოციაცია ,,ანიკა“ ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეგრანტორის მეშვეობით ახორციელებს და მიემართება მიზნობრივი ჯგუფების ჯანმრთელობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში.

1. შინმოვლის სერვისით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები შინმოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულები და შშმ პირები, რომელთა სოციალური ქულა არ აღემატება 150000-ს და/ან დასაბუთებულ შუამდგომლობას უწევს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ა) ბენეფიციარის შინმოვლის პროგრამაში ჩართვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია, სამედიცინო ფორმა №IV-100/ა-ს და  ბართელის ინდექსით შეფასების შედეგის საფუძველზე.

2. პერსონალური ასისტენტის მომსახურებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე შშმ პირები. ბენეფიციარის სერვისში ჩართვა და მომსახურება განისაზღვრება ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებით.

3. ზემოაღნიშნული სერვისებიდან შშმ პირს შეუძლია ისარგებლოს ერთ-ერთი მომსახურებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლის (სტიქიური მოვლენების ან/და სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირითა ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსება. პროგრამული კოდი 060220) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 20. სტიქიური მოვლენების ან/და სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრისით, ბინის ქირითა ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსება. პროგრამული კოდი 060220.“.

„1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების, ოჯახური ძალადობის ან/და სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ბინის ქირის უზრუნველყოფით ან საცხოვრებლით უზრუნველყოფით ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასალების დაფინანსებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე