ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2023
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2023 წლის 31 მარტი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების (შემდგომში მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის წესი
1. სამსახური მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3. სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოჰყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე ასევე დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, სამსახური გამოსცემს დადგენილებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.