📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

მიღების თარიღი 23.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №26/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.378
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 24/02/2004
matsne.gov.ge 239 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.378 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №26/2004 2004 წლის 23 თებერვალი  ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის დადგენილება №15/2004, ასევე „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის №15/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 18 თებერვლის დადგებილება №22/2004. მუხლი 2🔗. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებული საბუთების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2004 წლის 27 თებერვლის 18 საათისა. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7​ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗.  ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                        ზ. ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი                                                                   დ. ქიტოშვილი